სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პუტინმა აფრიკის მოსყიდვა გადაწყვიტა, ის მას უფასო მარცვლეულს ჰპირდება

    პუტინმა აფრიკის მოსყიდვა გადაწყვიტა, ის მას უფასო მარცვლეულს ჰპირდება
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მარცვლეულის გარიგებიდან“ გამოსვლის შემდეგ აფრიკის მოსყიდვა გადაწყვიტა. მან პირობა დადო, რომ ზოგიერთ ქვეყანას უფასოდ გაუგზავნის მარცვლეულს, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

    პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურს უკრაინული მარცვლეულის ჩანაცვლება.

    „ჩვენს ქვეყანას ძალუძს, ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეული, როგორც კომერციულ საფუძველზე, ისე აფრიკის ყველაზე ღარიბი ქვეყნების უსასყიდლო დახმარების სახით. უახლოეს სამ-ოთხ თვეში, ჩვენ მზად ვიქნებით მივაწოდოთ 25-50 ათასი ტონა მარცვლეული ბურკინა-ფასოს, ზიმბაბვეს, მალის, სომალის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას. ჩვენ, ასევე, უზრუნველვყოფთ ამ პროდუქციის უფასო მიწოდებას“, - აღნიშნა პუტინმა.

    ამასთან, პუტინმა დასავლეთი „მარცვლეულის მიწოდებისთვის ბარიერების შექმნაში“ დაადანაშაულა.

    „დასავლეთის ქვეყნები ხელს უშლიან ჩვენი მარცვლეულისა და სასუქების მიწოდებას, მეორე მხრივ კი ფარისევლად გვადანაშაულებენ მსოფლიო სურსათის ბაზარზე არსებულ კრიზისულ ვითარებაში“, - აცხადებს პუტინი.

    მისი თქმით, სავარაუდოდ, „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში მარცვლეულის უმეტესი ნაწილი მაღალშემოსავლიან ქვეყნებში გადიოდა.

    „თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ამ ე.წ. გარიგების ფარგლებში, სულ 32,8 მილიონი ტონა ტვირთი იქნა ექსპორტირებული უკრაინიდან, საიდანაც 70 პროცენტზე მეტი მიდიოდა მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში“, - აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი.

    გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის პირობები „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით არ შესრულდა.

    „გარიგების არც ერთი პირობა არ შესრულებულა რუსული მარცვლეულისა და სასუქების მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გატანასთან დაკავშირებით. ევროპის პორტებში დაბლოკილი ასეთი სასუქების მხოლოდ ორი პარტიიდან, 262 000 ტონა, გაიგზავნა - 20 000 ტონა მალავიში და 34 000 ტონა კენიაში, დანარჩენი კი ევროპელების ხელში დარჩა. ასევე, იყო დაბრკოლებები ჩვენი მინერალური სასუქების უფასო გადაცემასთან დაკავშირებით გაჭირვებული ქვეყნებისთვის“, - დასძენს პუტინი.