სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აჩიკო დევრისაშვილი გუშინ, 27 ივლისს, ბახმუტის მიმართულებაზე დაბომბვას ემსხვერპლა.

    დევრისაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო. უკრაინაში ის დანაყოფ "შავ არწივში" ირიცხებოდა.

    დევრისაშვილი გუშინვე გამოასვენეს ფრონტის ხაზიდან, მას კიევში გადაასვენებენ. უკრაინის დედაქალაქში სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გაიმართება, ამის შემდეგ კი დევრისაშვილის ცხედარს საქართველოში ჩამოასვენებენ. ჯერჯერობით უცნობია სამშობლოში ჩამოსვენების ზუსტი დრო.

    უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.