სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „სეტყვა და ძლიერი ქარი“ - მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

    „სეტყვა და ძლიერი ქარი“ - მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

    29 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. 29 ივლისს, დილიდან გამოიდარებს და 1-ელ აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

    დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

    აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.

    ქ. თბილისში პირველ აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. 28-29 ივლისს იქროლებს ძლიერი ქარი.