სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მილანიდან მომავალი თვითმფრინავი უამინდობის გამო თბილისში დაჯდა

    მილანიდან მომავალი თვითმფრინავი უამინდობის გამო თბილისში დაჯდა
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც მილანიდან ქუთაისში ასრულებდა რეისს, თბილისის აეროპორტში დაჯდა.

    როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ამ დროისთვის წვიმამ გადაიღო და რეისი ბარსელონასკენ, რომელიც ამავე თვითმფრინავს უნდა განეხორციელებინა, 17:30 საათზე შესრულდება.

    „ბაზირებული რეისია, მილანიდან ჩამოფრენის შემდეგ, ქუთაისიდან ბარსელონას მგზავრები უნდა წაეყვანა. თბილისში შეავსებს საწვავს, ქუთაისში გადაფრინდება მგზავრებიანად და 17:30 საათზე გაფრინდება ბარსელონას მიმართულებით“, - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

    ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, დღესვე, 40 წუთის განმავლობაში შავი ზღვის თავზე დაფრინავდა სტამბოლი-ბათუმის რეისი, საბოლოოდ კი, თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მშვიდობით დაჯდა.