სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დიასახლისებო, ეს უნდა იცოდეთ - ლაქების მოშორების 6 საუკეთესო საშუალება

    დიასახლისებო, ეს უნდა იცოდეთ - ლაქების მოშორების 6 საუკეთესო საშუალება
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თუ ჩაის ტილოების რეცხვა ხშირად გიწევთ და ლაქების ამოყვანა თქვენთვის პრობლემაა, გთავაზობთ, 6 საუკეთესო რჩევას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ.

    1. მარილი
    მარილი ლაქებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. 5 ლიტრ წყალში 5 სუფრის კოვზი მარილი გახსენით. ტილოები ამ ხსნარში 1 საათით ჩაალბეთ.

    2. სარეცხის საპონი
    ასევე ძალიან ეფექტურია ლაქების ამოსაყვანად სარეცხის საპონი. კარგად წაუსვით სარეცხის საპონი ტილოს და მთელი ღამით პოლიეთილენის პარკში გააჩერეთ. ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ.

    3. მცენარეული ზეთი

    ქვაბში აადუღეთ 5-7 ლიტრი წყალი. როდესაც წყალი ადუღდება, გამორთეთ ქურა და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და ამდენივე ნებისმიერი მათეთრებელი.
    კარგად მოურიეთ. ჩაყარეთ ტილოები, დაახურეთ ქვაბს და დაელოდეთ წყლის გაციებას. შემდეგ ამოიღეთ ტილოები და გაუწურავი მოათავსეთ სარეცხის მანქანაში.

    4. ნიშადურის სპირტი
    გააზავეთ 1:1-ზე ნიშადურის სპირტი და წყალი და ჩაალბეთ ჩაის ტილოები, შემდეგ გარეცხეთ.

    5. წყალბადის ზეჟანგი
    ლაქიანი ადგილები დაასველეთ წყალბადის ზეჟანგში, გააჩერეთ ნახევრი საათი და კარგად გარეცხეთ. ის კარგად აშორებს ნებისმიერი წარმომავლობის ლაქებს.

    6. გათეთრება მდოგვის ფხვნილით

    დიდ თასში ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი მათეთრებელი ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 3 სუფრის კოვზი ჩვეულებრივი მცენარეული ზეთი.
    დაასხით ცხელი ქაფქაფა წყალი და ჩაალბეთ ტილოები. დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი ამოწურეთ და მანქანაში გარეცხეთ.
    ამ წესით შეგიძლიათ თეთრი ბამბის ქსოვილის ნებისმიერი ნაწარმი - პირსახოცი, მაისური ან პერანგებიც დააქათქათოთ.

    როგორ დავუბრუნოთ სიქათქათე გაყვითლებულ ტილოებს და პირსახოცებს?
    მდოგვის ფხვნილი გახსენით ცხელ წყალში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, წაუსვით ტილოს და გააჩერეთ 6-8 საათი. შემდეგ კარგად გარეცხეთ. ეს მეთოდი არა მარტო გაათეთრებს თქვენს ტილოებს, არამედ დეზინფექციასაც გაუკეთებს.