სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “მისურვეთ წარმატება, აუცილებლად დამჭირდება" - ბახვა ბრეგვაძემ ტელევიზია დატოვა

    “მისურვეთ წარმატება, აუცილებლად დამჭირდება" - ბახვა ბრეგვაძემ ტელევიზია დატოვა
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძემ "იმე­დი“ და­ტო­ვა, ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვან­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" და­წე­რა. ბრეგ­ვა­ძე წერს, რომ ორი­ვე გა­და­ცე­მა "მე­ლო­მა­ნიც“ და "დი­ლის შოუც“ რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი იყო და მა­შინ დას­რულ­და, რო­დე­საც პიკ­ში იყო.

    ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე:
    - ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რომ ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ერთი ან ორი წელი ვი­მუ­შა­ვებ­დი იქ და მერე ისევ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბას თუ გა­მოც­დას სხვა პრო­ფე­სი­ებ­ში. გა­მიგ­რძელ­და... გა­მიგ­რძელ­და, იმი­ტომ რომ, შე­მიყ­ვარ­და იქა­უ­რო­ბა, პირ­ველ რიგ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი და გუნ­დი, ვის­თან ერ­თა­დაც ამ გა­და­ცე­მებს ვა­კე­თებ­დი.

    შე­მიყ­ვარ­და პრო­ცე­სი, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, მა­ყუ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სოც ქსე­ლებ­ში, ქუ­ჩა­ში თუ ყველ­გან, უდი­დეს სიყ­ვა­რულს და სით­ბოს გა­მო­ხა­ტავ­დნენ ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბის თუ ჩემს მი­მართ. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბა და და­მაკ­ლდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ვთვლი რომ ახლა ასეა სწო­რი. მო­ვი­და სი­ახ­ლე­ე­ბის დრო, ამი­ტომ ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში, გა­დავ­წყვი­ტე რომ ეს ჩემი ბოლო სე­ზო­ნი იქ­ნე­ბო­და.

    ცხა­დია, წი­ნას­წარ შე­ვა­ტყო­ბი­ნე და ყვე­ლა გა­ვაფრ­თხი­ლე. ამი­ტომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ვის­თვის არ იქ­ნე­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს ჩემ­გან მად­ლო­ბას, ხოდა უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ხელი შე­მი­წყო და და­მეხ­მა­რა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­კე­თე­ბი­ნა ის რაც მინ­დო­და და ისე რო­გორც მინ­დო­და. ჩემს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­გარ გუნდს დიდი მად­ლო­ბა, უდი­დე­სი მად­ლო­ბა ძვირ­ფას მა­ყუ­რე­ბელს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კარ­გიც იყო და ცუ­დიც, სი­ხა­რუ­ლიც და ნერ­ვი­უ­ლო­ბაც , მაგ­რამ აქ­ცენტს კარ­გზე ვა­კე­თე, რად­გან, დიდი წილი, და­დე­ბი­თი მო­გო­ნე­ბა მო­მაქვს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან.

    სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ, თუმ­ცა მა­ინც დავ­წერ რომ ჩემი აზ­რით, ორ ძა­ლი­ან კარგ გა­და­ცე­მას ვა­კე­თებ­დით ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში - “დი­ლის შოუს” და “ მე­ლო­მანს ” ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნით, ერ­თად მო­ვი­ფიქ­რეთ, შევ­კა­რით, და­ვა­ლა­გეთ. და­აგ­ვიმ­ტკი­ცეს და ჩვენ­ვე გან­ვა­ხო­ცი­ე­ლეთ. ამი­ტომ, გა­საკ­ვი­რი არც არის რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამა­გი გვაქვს ამ პრო­ექ­ტებ­ზე და მარ­თლა შვი­ლი­ვით ვუვ­ლი­დით და ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით ორი­ვე გა­და­ცე­მას.

    ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვართ ამა­ყე­ბი ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბით, სტუმ­რე­ბით, აღ­მო­ჩე­ნე­ბით, რთუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, რე­კორ­დუ­ლი და მზარ­დი რე­ი­ტინ­გით, მუდ­მი­ვი გა­მარ­ჯვე­ბე­ბით... მოკ­ლედ, კარ­გი იყო რაც იყო... რე­ი­ტინ­გის პიკ­ში სა­ნამ არის, მა­შინ რომ დას­რულ­და, ესეც რა­ღაც მხრივ მა­გა­რია. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა სულ ყვე­ლას. მთე­ლი გუ­ლით წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ. მეც მი­სურ­ვეთ, აუ­ცი­ლებ­ლად დამ­ჭირ­დე­ბა და გა­მო­მად­გე­ბა ახალ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში. რო­გორც მიხ­ვდით, ტე­ლე­ვი­ზი­ის­გან ამ ეტაპ­ზე დას­ვე­ნე­ბას ვა­პი­რებ. ამი­ტომ რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი არ ვიცი, ვნა­ხოთ. ისე, მხო­ლოდ წინ და წინ", - წერს ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე "დი­ლის შოუს“ წამ­ყვა­ნე­ბი იყ­ვნენ ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე, მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი, სა­ლო­მე არჩბა და კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მარ­ტში კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა ტე­ლე­ვი­ზია პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა, კინ­წუ­რაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს უკავ­შირ­დე­ბო­და.

    "სხვა­თა შო­რის, რა თქმა უნდა, ხდე­ბა ასეც. მე იმე­დი­დან რე­ა­ლუ­რად, 1 კვი­რის წინ წა­მო­ვე­დი, რად­გან ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი იყო უკა­ნას­კნე­ლი წვე­თი. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი საბ­რძოლ­ვე­ლი აქვს და ამ ბრძო­ლა­ში ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, რაც და­აგ­რო­ვა შეგ­ნე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით. მე ვერ ვი­სა­უბ­რებ სხვებ­ზე, თუმ­ცა, იმედ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩემი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ეს წლე­ბია, ჩემს გვერ­დით ის­ხდნენ. მათ დიდ პა­ტივს ვცემ, ვიცი მათი გან­წყო­ბე­ბის შე­სა­ხებ. მათ სა­კუ­თა­რი ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი აქვთ და თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იტყვი­ან სათ­ქმელს", - ამ­ბობ­და მა­შინ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი