სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ,,როცა ბავშვებს ვერაფრით ვერ აშორებთ ტელეფონს...“ - მამა საბა ჭიკაიძის რჩევები

    ,,როცა ბავშვებს ვერაფრით ვერ აშორებთ ტელეფონს...“ - მამა საბა ჭიკაიძის რჩევები
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს ციფრულ სამყაროში საკმაოდ რთულია გააკონტროლო ის დრო, რომელსაც ბავშვი ტელეფონთან თუ კომპიუტერთან ატარებს. ეს ბევრი მშობლისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს.

    მამა საბა ჭიკაიძე მშობლებს ურჩევს, რა უნდა გააკეთონ ასეთ შემთხვევაში:

    „ნუ იქნებით ძალიან რადიკალურები. დაუწესეთ ბავშვს საზღვრები და დრო. მაგალითად მიეცით ტელეფონი რომ ითამაშოს რაღაც დროით. შემდეგ ჩამოართვით. წინასწარ შეუთანხმდით. იმ შეთანხმების მიხედვით, მას შეახსენებთ, რომ დრო გავიდა. შემდეგ ისევ მოთმინებით დაელოდება ხელახლა იმ დროს, როცა კვლავ ექნება საშუალება ტელეფონით თამაშის.

    ამასობაში ის დრო სხვანაირად ჯანსაღად უნდა დაიტვირთოს, მაგალითად გარეთ გავიდეს და გაერთოს. ან თუნდაც წიგნი წაიკითხოს, ან სახლში გაერთოს სხვა რამე ითამაშოს. სხვანაირად არ გამოვა. ახლა ასე ბოლომდე ვერ შეუზღუდავთ მოზარდებს უფლებას. ეს წარმოუდგენელია...“- ამბობს მამა საბა.