სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულებიც

    თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულებიც
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქეთში, ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ, პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 ადამიანი.

    ავტობუსი ბურსა-ყარსის რეისს ასრულებდა, რა დროსაც სოფელ კარაკურტთან, 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

    ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ​ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.