სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გიორგი ნემსაძე კვარაცხელიაზე: “მე ვითამაშებდი, რა ჰქონდა შეუძლებელი?”

    გიორგი ნემსაძე კვარაცხელიაზე: “მე ვითამაშებდი, რა ჰქონდა შეუძლებელი?”
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ხვიჩა კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე ისაუბრა.

    “ორივე მხარეს იდგა ქართველი. ფედერაცია და ხვიჩას აგენტი. რაც არც უნდა ყოფილიყო, უნდა გამოეტანათ. საერთო ჯამში, კვარა უნდა ყოფილიყო ჯგუფური ეტაპის შემდეგ 1/8 ფინალში, რომელშიც ძალიან გვჭირდებოდა. ერთი გამქცევი გვჭირდებოდა და ოლიმპიადაზე ვიყავით. ოლიმპიადაზე გადიხარ, ისტორიას. წელს პირველად გავიდა უკრაინის ნაკრები ოლიმპიადაზე და საქართველოსაც იგივე შანსი ჰქონდა”

    “პირველი თამაში არ მინდოდა, არც მეორე და არც მესამე. სადაც დაგვჭირდა იყო 1/8 ფინალი”

    “მე ვითამაშებდი, რა ჰქონდა შეუძლებელი. ფურცელი ჩამოიტანეს, რომ გული თუ 19-ს ურტყამს, ახლა 20-ზეა ასული? მე გული მტკივა, რომ კვარა გვაკლდა. ჩვენი გუნდის ლიდერი. მიქაუტაძეც უნდა ყოფილიყო.”

    “გულშემატკივრის როლიდან ვამბობ ამას. ფეხბურთში როცა წარმატება გვაქვს, არასდროს გაქვს დატვირთვა და ფსიქოლოგიური დარტყმა. როცა აგებ თამაშებს, მაშინ ხდება ასე” – განაცხადა ნემსაძემ.