სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილია იმ პირთა კატეგორია, ვისაც ზაფხულში დასვენება დაუფინანსდება

    ცნობილია იმ პირთა კატეგორია, ვისაც ზაფხულში დასვენება დაუფინანსდება
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის მერიის სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის გამოყენებაც თბილისელებს შეუძლიათ ე.წ. „საკურორტო მომსახურების ქვეპროგრამაა“.

    ქვეპროგრამის დასახელება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება
    რა არის ქვეპროგრამის არსი?

    ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განაცხადის წარდგენის დროისთვის არანაკლებ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგისტრირებული 3–დან 20 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების ვაუჩერულ დაფინანსებას.

    რას მოიცავს ქვეპროგრამა?

    თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ორ წელს რეგისტრირებული (გარდა იმ შშმ ბავშვებისა და მოზარდებისა, რომლებმაც 2022 წელს მიიღეს საკურორტო მომსახურების ვაუჩერი) 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების ვაუჩერულ დაფინანსებას;

    ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 800 ლარს;

    დასასვენებლად განსაზღვრულია არანაკლებ 6 დღე-ღამე;

    პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთი ვაუჩერი გაიცემა;

    ვაუჩერით მოსარგებლე პირი თავად ირჩევს მომსახურების მიმწოდებელ სასტუმროს და სერვისის
    პირობებს;

    ვაუჩერი ძალაშია 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.


    ვინ არიან ქვეპროგრამით მოსარგებლეები?

    3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვი ან მოზარდი, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განაცხადის წარდგენის დროისთვის არანაკლებ ბოლო ორი წლის განმავლობაში (გარდა იმ შშმ ბავშვებისა და მოზარდებისა, რომლებმაც 2022 წელს მიიღეს საკურორტო მომსახურების ვაუჩერი), მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ ვაუჩერის მიღების მსურველ ბავშვს ან მოზარდს აღნიშნულ პერიოდში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია და ამგვარი შეწყვეტის შედეგად, ის სხვა
    მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა.

    ვაუჩერი არ გაიცემა, თუ ნებისმიერი კანონიერი წყაროდან მიღებული ინფორმაციით სამსახურისთვის ცნობილი გახდება, რომ ბავშვი და განაცხადის შემომტანი მისი კანონიერი წარმომადგენელი ფაქტობრივად ცხოვრობენ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარეთ.