სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თუ გნებავთ უკან დახევად მიიღეთ ეს პოსტი, თუ გინდათ თავის დაძვრენად, გინდათ ბოდიშად ან ბოდვად" - გიგა მაქარაშვილი

    "თუ გნებავთ უკან დახევად მიიღეთ ეს პოსტი, თუ გინდათ თავის დაძვრენად, გინდათ ბოდიშად ან ბოდვად" - გიგა მაქარაშვილი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როგორც მოგეხსენებათ, სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. ამის შემდეგ კი კრიტიკის ობიექტი თავად გიგა გახდა.

    "ესაა ხვიჩას ნათქვამი სიტყვა, ქართულად, ინტერპრეტაციის გარეშე. ჩემს დაწერილ წინა პოსტს ცუდი რეაქციები მოყვა. ზოგი კვარას აგინებს, ზოგიც მე არადა მარტივადაა ყველაფერი:

    "ბოლო ათწლეულების უდაოდ ყველაზე დიდი ტალანტია ეს ბიჭი და მისი ქომაგების სიაში მეც ვარ! ბუნებრივია მისგან ფეხბურთის თამაშის გარდა ისეთი პოზიციის გაჟღერებას ველი(თ), რომელიც ყველაზე მართალია. თუ გნებავთ უკან დახევად მიიღეთ ეს პოსტი, თუ გინდათ თავის დაძვრენად, გინდათ ბოდიშად ან ბოდვად.
    პატარა ერის კომპლექსი გვაქვს და ყველა წარმატებული ქართველი გვინდა ყველფერში იდეალური იყოს. წარმატებები საქართველოს, კვარას და უკრაინას
    რუსეთის დედას შევეცით!" - წერს მაქარაშვილი.