სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ უნდა მოიზიდოთ წარმატება და იღბალი - დღეს მთვარეს განსაკუთრებული ძალა აქვს

    როგორ უნდა მოიზიდოთ წარმატება და იღბალი  - დღეს მთვარეს განსაკუთრებული ძალა აქვს
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლის 1-ელ აგვისტოს სუპერმთვარეა. სავსე მთვარეს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ მითითებულ პერიოდში ჩვეულებრივზე უფრო კაშკაშა და დიდი იქნება. ითვლება, რომ ეს ასტროლოგიური მოვლენა თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. მთვარის ენერგია მერწყულის გავლენით ძლიერდება. ასტროლოგიაში ეს ნიშანი იდეებზე, თავისუფლებასა და შემოქმედებითობაზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც, ეს დღე შთაგონების, ახალი იდეების მისაღებად იდეალური პერიოდია.

    სავსე მთვარე თითოეულ ადამიანს უბიძგებს, თავისუფლად იაზროვნოს, ინოვაციური იდეები გამოხატოს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. სუპერმთვარე პროფესიულ ზრდასა და სასურველი სამსახურის პოვნისთვისაც იდეალურ პირობებს ქმნის, ამიტომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

    რა უნდა გააკეთოთ სუპერმთვარეობის დროს?

    დღეს მერწყულის ენერგიას თითოეული ადამიანი იგრძნობს. შესანიშნავი პერიოდია კარიერული გეგმების განხორციელებისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, ბიზნესპარტნიორებთან გეგმების განხილვისთვის და საკუთარი იდეების გამოხატვისთვის. იყავით ამბიციური და თავდაჯერებული. დასახეთ ახალი გეგმები, წამოიწყეთ თქვენთვის სასურველი საქმე და სამყარო მიზნების რეალიზებასა და წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.

    განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიზმრებს - ასტროლოგების თქმით, ისინი შესაძლოა, წინასწარმეტყველურნი აღმოჩნდნენ. მთვარე დედამიწასთან კიდევ უფრო ახლოს იქნება, ამიტომაც, დიდი შანსია, რომ მრავალ პასუხგაუცემელ შეკითხვაზე სწორედ ახლა გაიგოთ პასუხი. დაიმახსოვრეთ სიზმარში ნანახი მოვლენები და ნივთები. მათ შესაძლოა, დიდი ინფორმაცია მოგცენ.

    მერწყულის დადებითი ენერგია ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. თუ დიდი ხანია, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან დალაპარაკება გსურთ, გინდათ, სიყვარულში გამოუტყდეთ, ან კიდევ თქვენი პოზიცია გააგებინოთ, ეს დღეს გააკეთეთ. თუ ვინმესთან კონფლიქტი გაქვთ, გადაუჭრელი საკითხი დაგრჩათ, მოსაგვარებლადაც შესანიშნავი პერიოდია.