სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "21 წელი ერთი წამი არ დაგვიტოვებია ერთმანეთი" - გოგა ბარბაქაძე ნიკა ქაცარაძეზე

    "21 წელი  ერთი წამი არ დაგვიტოვებია ერთმანეთი" - გოგა ბარბაქაძე ნიკა ქაცარაძეზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობმა, გიგა ბარბაქაძემ, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ნიკა ქაცარაძე გაიხსენა. ისინი კოლეგები და და ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. გოგამ ნიკა კითხვაზე "რაზე იტირეთ ბოლოს" საპასუხოდ გაიხსენა.

    "ჩემი უახლოესი ადამიანი დავკარგე, ნიკა ქაცარიძე, რომელთან ერთადაც 21 წელი ვიყავი, ერთი წამი არ დაგვიტოვებია ერთმანეთი. გინდა სცენაზე, გინდა ადამიანობაში, მეგობრობაში, ძმაკაცობაში. დიდი ხანია მე ასე არ მწყენია, არ მტკენია, ამან თავისი დაღი დამიტოვა, ეს არ გაივლის, არასოდეს. საგრიმიოროში ერთად არ ვყოფილვარ ერთადერთი მარტო, მართლა მეტისმეტი იქნებოდა, საგრიმიოროში არ შეიძლებოდა ჩვენი ერთად ყოფნა, ისედაც ვუშლიდით ერთმანეთს.

    "ახლაც რომ შევიდავარ, ერთ სართულზე ვიყავით, გვერდით ოთახია, იქ რომ გამოვივლი, ქვემოთ შუქი ყოველთვის ანათებდა, ამით ვხვდებოდი რომ ნიკა იყო, ახლაც ინსტიქტურად ვიხედები, მაგრამ ახლა იქ სულ ბნელა. ვერც ამოვხსენი, ეს რატომ მოხდა. იმდენად დადებითი ადამიანი იყო, სიცოცხლის მოყვარული, მეუღლის, შვილი, დედის, ძმაკაცების." - განაცხადა გოგამ.