სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “კომედი შოუ“ სამმა მსახიობმა დატოვა-რას წერენ მსახიობენი

    “კომედი შოუ“ სამმა მსახიობმა დატოვა-რას წერენ მსახიობენი
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “კო­მე­დი შოუ“ სამ­მა მსა­ხი­ობ­მა და­ტო­ვა. თემო ნი­ქა­ბა­ძემ, გივი პა­პა­ვამ და გი­ორ­გი ჩირ­გა­ძემ გან­ცხა­დე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ “რუს­თა­ვი 2“-დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლა­ზე“ გა­და­ვიდ­ნენ. მსა­ხი­ო­ბე­ბი წე­რენ, რომ ერ­თად აპი­რე­ბენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას

    თემო ნიქაბაძე

    – სევ­დი­ა­ნი ტექ­სტე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ ახლა მი­წევს. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო კო­მე­დი ჯგუფს ამ სა­ო­ცა­რი 7 წლის­თვის და ჩემი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის­თვის, ეს პე­რი­ო­დი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. მად­ლო­ბა იმ შან­სის­თვის რაც მო­მე­ცით ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყე­ბად. ამ ეტაპ­ზე „კო­მე­დი ჯგუფ­ში“ აღარ ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ იმე­დი მაქვს რომ ისევ შევ­ხვდე­ბით, მიყ­ვარ­ხართ და გა­ფა­სებთ ყვე­ლას.

    ასე­ვე დიდი მად­ლო­ბა ხალ­ხო თქვენ ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის რა­საც თქვენ­გან ვგრძნობ ქუ­ჩა­შიც და სმსებ­შიც”, მარ­ტო როცა ვრჩე­ბი ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია თუ რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბა ეს ჩემ­თვის. თქვენ­მა ამ სიყ­ვა­რულ­მა ბევ­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი გა­და­მა­ტა­ნი­ნა მიყ­ვარ­ხართ და მალე ბევ­რი სი­ახ­ლეს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ მე, გივი პა­პა­ვა და გი­ორ­გი ჩირ­გა­ძე.


    გივი პა­პა­ვა წერს, რომ კო­მე­დი ჯგუ­ფის­გან ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო.

    – მოკ­ლედ, 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და ძა­ლი­ან მა­გა­რი ჯგუ­ფის, „კო­მე­დი ჯგუ­ფის“ წევ­რი. 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღე თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის წევ­რის­გან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. ეს 7 წელი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო არის და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი წლე­ბი. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „კო­მე­დი ჯგუ­ფის­გან“ მი­ვი­ღე უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – რაც ამ ჯგუ­ფის და იმ საქ­მით, რა­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თებ­დი ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, და­ვიმ­სა­ხუ­რე ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი. ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის ყვე­ლაფ­რის­თვის ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით მთლი­ან კო­მე­დი ჯგუფს. მად­ლო­ბა უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის, მად­ლო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, მად­ლო­ბა თი­თო­ე­უ­ლი დღის­თვის, რაც თქვენ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე ამ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. დღე­ი­დან აღარ ვიქ­ნე­ბი ამ ჯგუ­ფის წევ­რი, მაგ­რამ ვი­ყა­ვი, ვარ და ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი მე­გო­ბა­რი ბევ­რი კარ­გი რა­მის თქმა მინ­და, გი­სურ­ვებთ უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას.


    გი­ორ­გი ჩირ­გა­ძე:

    – მად­ლო­ბა „კო­მე­დი შოუს“ მთლი­ან გუნდს, მად­ლო­ბა მა­ყუ­რე­ბელს. მი­ხა­რია თუ ოდ­ნავ წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე იმ გა­და­სა­რევ საქ­მე­ში რა­საც „კო­მე­დი ჯგუ­ფი“ 20 წე­ლია თავ­და­უ­ზო­გა­ვად ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენ მივ­დი­ვართ და წარ­მა­ტე­ბი კო­მე­დის და წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენ.

    წყარო: ამბები.ge