სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია…- სინოპტიკოსების გაფრთხილება

    მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია…- სინოპტიკოსების გაფრთხილება
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 2-3 აგვისტოს ზოგან +36.+ 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.

    ქალაქ თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.