სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება- გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

    დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება-  გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 2 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

    შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

    ნაძალადევის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III, IVა მიკრორაიონების, ცოტნე დადიანის, გობრონიძის, შენგელიას, ბრონშტეინის, გაბაშვილის, რკინიგზის, მახალდიანის, მანჯგალაძის, მარატ ნოზაძის და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანია I, II, IVბ მიკრორაიონების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, გობრონიძის, შენგელიას, ბრონშტეინის, გაბაშვილის, რკინიგზის, მახალდიანის და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმლნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, კვიჭიძის, დგებუაძის, გვარამაძის, ბერიტაშილის, ფანჯიკიძის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ემხვარის, თოფურიძის, გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.