სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ,,ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობთ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს გივიკო დიდია

    ,,ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობთ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს გივიკო დიდია
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გივიკო დიდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც ახლა უიმედო მდგომარეობაში არიან. ბლოგერი მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ამხნევებს.

    ,,ბავშვობიდან მჯეროდა, რომ თუ ფანჯრის რაფასთან დავჯდებოდი და უფალს მთელი გულით ვთხოვდი, სურვილი ამისრულდებოდა. ყოფითი სურვილები არ მქონია, ჩემი სურვილები იგივე ოცნებები იყო.
    ოჯახმა და გამოცდილებამ მასწავლა, რომ ოცნებების ასასრულებლად, ბევრი უნდა ისწავლო და იშრომო.

    მართალია, უნივერსიტეტი ოჯახური პრობლემების გამო ვერ დავამთავრე, მაგრამ არც გაუნათლებელი დავრჩი და არც წარუმატებელი.

    ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ და დროებით უიმედოდ ხარ, გულით მინდა გითხრა, არასოდეს დანებდე.
    იყავი უბრალო და გულით ღირებული.

    არ აჰყვე ცუდ ხმას, იბრძოლე საკუთარი მიზნებისთვის და გწამდეს, უფალი არასოდეს მიგატოვებს.
    და ბოლოს, მთავარი საიდუმლო წარმატებისა: იყავი გულახდილი, საქმეში სანდო, პასუხისმგებელი შენს გადაწყვეტილებებზე. არასოდეს მოატყუო და თუ რამეს დაპირდი, შეასრულე სიტყვა.

    თუ შეცდომა დაუშვი, არ ტეხავს, აღიარე ეს და გახსოვდეს: პატიოსნების, საიმედოობისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი რჩევა არ დაგეხმარება სურვილის ასრულებასა და მიზნების მიღწევაში. სიყვარულით, გაჯენჯილი გივიკო", - წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.