სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ეს ისტორია ყველას გააოცებს - სამშობიაროში დედასთან ყოველდღე სხვადასვხა ბავშვი მიჰყავდათ

    ეს ისტორია ყველას გააოცებს - სამშობიაროში დედასთან ყოველდღე სხვადასვხა ბავშვი მიჰყავდათ
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საბერძნეთში, ლარისას კერძო სამშობიარო კლინიკაში დაუჯერებელი შემთხვევა დაფიქსირდა.

    დედას პირველ დღეს სხვა, მეორე დღეს კი, სხვა ბავშვი მიუყვანეს. ქალის მეუღლე მომხდარზე დეტალურად ჰყვება:

    „ბავშვი მოგვიყვანეს, სურათები გადავუღეთ, ჩვენს ნათესავებს გავუგზავნეთ, ჩემმა მეუღლემ გამოკვება, პირველი რძე სწორედ მან აჭამა ბავშვს. ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები იყო. მთელი დღე ასე გავატარეთ.

    ახალშობილი თავისი სპეციალური საწოლით მოგვიყვანეს, რომელსაც ჩვენი ინიციალები და მისი სახელი ეწერა, ამიტომ ეჭვი არაფერში შეგვპარვია და არც ყურადღება მიგვიქცევია.

    თუმცა, მეორე დღეს, როდესაც ბავშვი დედასთან ისევ უნდა მოეყვანათ, ექთანი შემოდის და სხვა ბავშვი შემოჰყავს. შოკში ჩავვარდით, დავაკვირდით და ნამდვილად სხვა ბავშვი იყო, შემდეგ გარეთ გავედი და ჰოლში ვხედავ, რომ ის ჩვილი, რომელიც წინა დღეს მოგვიყვანეს და ჩვენი გვეგონა, სხვაგან მიჰყავთ.

    ექთანი გვეუბნება, რომ ბავშვი სხვა იყო და რომ შეეშალათ. რაც მოხდა, უბრალოდ, ტრაგიკულია“,- ამბობს მამა.