სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში მამას დაზიანებები აქვს" - რას წერს გოგაშვილის ქალიშვილი

    "ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში მამას დაზიანებები აქვს" - რას წერს გოგაშვილის ქალიშვილი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როგორც მოგეზსენებათ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დას­რულ­და. გოგაშვილი სახლიდან უკვე გადაყვანილია, თუმცა სად მოათავსებენ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

    გოგაშვილის ქალიშვილი წერს, ომ მამამისს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული:

    "მამა და­ა­კა­ვეს და გა­და­იყ­ვა­ნეს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში. მა­მას ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ყბის, ხე­ლე­ბის, ზურ­გი­სა და ფე­ხე­ბის არე­ში, რაც გან­ხორ­ცი­ელ­და უშუ­ა­ლოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, ღამ­ბა­ში­ძი­სა და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის მიერ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით.

    ასე­ვე და­კა­ვე­ბის პრო­ცეს­ში დედა გახ­და შე­უძ­ლოდ და 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. სახ­ლში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი და უკა­ნო­ნო გზით ჩაგ­ვი­დეს ორი ია­რა­ღი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია და ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ნივ­თე­ბი! არ შეგ­რჩე­ბათ, მკვლე­ლე­ბო!!!"
    - წერს ნინი გო­გაშ­ვი­ლი.