სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზინჩენკო სიტის ტოვებს - სად წავა უკრაინელი

    ზინჩენკო სიტის ტოვებს - სად წავა უკრაინელი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლონდონის "არსენალი" ალექსანდრ ზინჩენკოს გადაბირებას აპირებს. აპირებს კი არა და საქმე თითქმის გაკეთებულია. ნიკოლა სკირას ინფორმაციით, მეთოფეებმა უკრაინელი დაითანხმეს და კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმეს. ტრანსფერის შემთხვევაში ზინჩენკო 2027 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

    ზინჩენკოსთან შეთანხმების შემდეგ, მთავარი ამოცანა "მანჩესტერ სიტისთან" სატრანსფერო საკითხზე მოლაპარაკებაა. ჯერ-ჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვთ ქალაქელებს უკრაინელის წასვლასთან დაკავშირებით.

    შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" "მანჩესტერ სიტიდან" უკვე დაიმატა გაბრიელ ჟესუსი.