სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „გადავწყვიტეთ, ჩვენს 19 წლის ქალიშვილს ბინის ქირის და საკვების ფული გამოვართვათ“- მშობლების გადაწყვეტილება

    „გადავწყვიტეთ, ჩვენს 19 წლის ქალიშვილს ბინის ქირის და საკვების ფული გამოვართვათ“- მშობლების გადაწყვეტილება
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოში ხშირად კიცხავენ ოჯახებს, სადაც სრულწლოვანი შვილები კვლავ მშობლების სახლებში, მათ ხარჯზე ცხოვრობენ. ამერიკელმა მშობლებმა კოდიმ და ერიკამ გადაწყვიტეს მათთან მცხოვრებ 19 წლის ქალიშვილს ბინის ქირა გადაახდევინონ. ეს იდეა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს და მიაჩნიათ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ახალგაზრდის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად.

    „როცა ზრდასრულ შვილს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ცალკე ცხოვრება და ბინის ქირაობა, მაშინ მან უნდა იმუშაოს და ოჯახის ბიუჯეტში წვლილი შეიტანოს" - მიიჩნევენ კოდი და ერიკა.

    კოდიმ და ერიკამ Tiktok-ზე თავიანთ ვიდეოში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ ქალიშვილს ყოველთვიურად 180 ევრო ბინის ქირისთვის გამოართვან და კიდევ 100 ევრო საკვებისთვის.

    „ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ გადასახადების გადახდისას ეს გაკვეთილად გამოადგება”, - განმარტა წყვილმა. მართალია, ვიდეოში ისინი არ განმარტავენ, მუშაობს თუ არა მათი ქალიშვილი და როგორ იშოვის ამ ფულს.

    გამომწერების აზრი გაიყო. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ამ იდეას თავადაც ცდიდა, სხვებმა აღიარეს, რომ ეს სქემა მათ ოჯახს არ შეეფერებოდა.

    „ჩემთვის აშკარა „არა“... შვილებს ყოველთვის დავეხმარები... ასაკის მიუხედავად“,- წერს ერთი ერთი გამომწერი.