სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვაისი: "უბურთოდ ამდენი ხანი როდის ვითამაშე არ მახსოვს, დინამო ბათუმი ძალიან კარგი გუნდია"

    ვაისი: "უბურთოდ ამდენი ხანი როდის ვითამაშე არ მახსოვს, დინამო ბათუმი ძალიან კარგი გუნდია"
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "სლოვან ბრატისლავამ" "დინამო ბათუმი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოაგდა, სლოვაკთა შორის გამარჯვების გოლი კი ვლადიმერ ვაისმა გააკეთა. მან ამ გოლის შესახებ მედიას მისცა კომენტარი:

    "დავინახე, რომ მეკარე კარიდან გამოვიდა, თუმცა გასახდელში ნახევარ გუნდს არ სჯერა, რომ ეს გამიზნულად გავაკეთე. არ მახსოვს, ბოლოს ასეთი გოლი როდის გავიტანე, ალბათ ვარჯიშზე. ეს გამარჯვება ბევრ საქმეს გააკეთებს, განსაკუთრებით გასახდელში გაგვაერთიანებს, დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს გვჭირდება-მეთქი.

    როდესაც მათ გოლი გაიტანეს, ალბათ ჩვენი აღარავის სჯეროდა და ჩვენმა გულშემატკივარმა შეიძლება თამაშის ყურებაც შეწყვიტეს. შესაძლოა, საშინაო თამაში იდეალური არ იყო, მაგრამ დღეს გულით ვითამაშეთ და დავამტკიცეთ, რომ „სლოვანისთვის“ ბრძოლა შეგვიძლია. მჯერა, ხალხს ჩვენს მხარეს დავაბრუნებთ.

    დღეს ადვილი მეტოქე არ არსებობს, „დინამო ბათუმი“ ძალიან კარგი გუნდია, რომელმაც ჩვენთანაც კარგად ითამაშა და დღესაც ფანტასტიკურად. შეიძლება ითქვას, რომ მათ ბურთი მთელი თამაში შეინარჩუნეს და ჩვენ მხოლოდ თავის ვიცავდით. კარიერაში არ მახსოვს ბურთის გარეშე ამდენი ხანი მეთამაშა და ასე არ მინერვიულია. დინამო ბათუმში არ არის ფეხბურთელი, რომელმაც კარში დარტყმა არ შეუძლია და ბურთთან მუშაობა არ იცის.

    ვიცოდით, რომ მარცხი ევროტურნირებზე ორი საფეხურით დაქვეითებას ნიშნავდა და ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლეთ. შემდეგი მატჩები ალბათ უფრო ხარისხიანი იქნება, მაგრამ ეს წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. რთული განრიგი გვაქვს. ახლა სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველი ტურისთვის უნდა მოვემზადოთ და მერე „ფერენცვაროში“ გველოდება. ისევ რთული ბრძოლა იქნება, ჭკვიანურად და ორგანიზებულად უნდა ვითამაშოთ, რათა მივიღოთ შედეგი, რომელიც მომდევნო ეტაპზე გაგვიყვანს. გუნდს ბრძოლისთვის მადლობა გადავუხადე, მაგრამ შემდეგ ჯერზე უკეთ უნდა ვითამაშოთ."- განაცხადა ვაისმა.