ქართული კლუბებისთვის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულებულია, მისი გადალახვა კი მხოლოდ გორის დილას ფეხბურთელებმა შეძლეს.
ანდრეი დემჩენკოს შეგირდებმა 1 კვირის წინ ვორსკლასთან გასვლაზე 2-1 წააგეს, თუმცა ჯერ კიდევ მაშინ ამბობდნენ, რომ დილას გორში თამაშის შემოტრიალება შეეძლო და ასეც მოხდა.
უკრაინელი სპეციალისტის გუნდმა მეტოქეს გორში 3 ბურთი გაუტანა, თავად მხოლოდ ერთი მიიღო და საბოლოო ჯამში მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა.
ცნობისთვის, გორის დილა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში ვოივოდინასა და აპოელს შორის გამარჯვებულს შეხვდება.