სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კიდევ ოთხი გარდაცვლილის ცხედარი - რა ვითარებაა ამჟამად შოვში

    კიდევ ოთხი გარდაცვლილის ცხედარი - რა ვითარებაა ამჟამად შოვში
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამ აგვისტოს შოვში საშინელი სტიქია დაიწყო, რამაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაშავებულები და დაკარგულები.

    შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მაშ­ვე­ლებ­მა კი­დევ ოთხი გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ambebi.ge - ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს.

    შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ მაშ­ვე­ლებ­მა იპო­ვეს ორი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. ამ დრო­ის­თვის სულ 6 გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნია ნა­პოვ­ნი.

    სტი­ქი­ის ზო­ნა­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

    სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რა­ჭა­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად, მი­წის მასა ძა­ლი­ან დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გაშ­ლი­ლი, რის გა­მოც მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად მუ­შა­ო­ბენ.

    "დი­ლის 06:30 სა­ა­თი­დან და­ვი­წყეთ ვერ­ტმფრე­ნე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრი­დან გა­მოყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც გუ­შინ უსაფრ­თხო ად­გი­ლებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი გვყავ­და. დღეს 140 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ყვე­ლა ეპი­ცენ­ტრში შე­სუ­ლე­ბი ვართ. სა­დაც კო­ტე­ჯე­ბი არ­სე­ბობ­და, იქ ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი არის. არის კო­ტე­ჯე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით, იმ ად­გი­ლე­ბამ­დე ვერ მი­ვე­დით იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მი­წის მა­სის ძა­ლი­ან სქე­ლი ფე­ნაა და მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ეფ­ლო­ბი­ან. სწო­რედ ამი­ტომ ხდე­ბა ახლა ტექ­ნი­კის შეყ­ვა­ნა, რომ გზა გა­იჭ­რას და იქამ­დე მი­ვი­დეთ“,-გა­ნა­ცხა­და თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა.