სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რამდენიმე საათში დავიწყებთ ჯარის მობილიზებას" - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარიც ჩაერთვება

    "რამდენიმე საათში დავიწყებთ ჯარის მობილიზებას" - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარიც ჩაერთვება
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ვი­წყებთ მო­ბი­ლი­ზე­ბას. შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გვაქვს, რომ­ლი­თაც ჩა­მოვ­ლენ, გვაქვს სა­ფეხ­მავ­ლო, გა­საშ­ლე­ლი ხი­დე­ბი, რო­მელ­საც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ვი­ყე­ნებთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ ონში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

    მი­სი­ვე თქმით, ჯარი სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

    „გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩავ­რთოთ ჩვე­ნი გვარ­დი­ის და­ნა­ყო­ფე­ბი, ასე­უ­ლი, ასე­ვე და­სავ­ლეთ მე­სა­მე ბრი­გა­დის ასე­ულს ჩავ­რთავთ. იცით, რომ დღეს ჩვე­ნი გა­მოწ­ვე­ვაა გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რა თქმა უნდა, ჯა­რიც ჩა­ერ­თვე­ბა. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ვი­წყებთ მო­ბი­ლი­ზე­ბას. შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გვაქვს, რომ­ლი­თაც ჩა­მოვ­ლენ, გვაქვს სა­ფეხ­მავ­ლო, გა­საშ­ლე­ლი ხი­დე­ბი, რო­მელ­საც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ვი­ყე­ნებთ“, - აღ­ნიშ­ნა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

    ცნო­ბის­თვის, რა­ჭა­ში, შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად ჯა­რიც ჩა­ერ­თვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შო­ვის სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­გან­გე­ბო შტაბ­ში გა­მარ­თულ თათ­ბირ­ზე მი­ი­ღეს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მე­დი­ას ინ­ფორ­მა­ცია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­ა­წო­და.