სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სოსო ტყემალაძე: "რაგბის წარმატებაში გარდამტეხი როლი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის"

    სოსო ტყემალაძე: "რაგბის წარმატებაში გარდამტეხი როლი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა.

    "თქვენ ალბათ ნახავდით ჩემი კოლეგის, იტალიის პრეზიდენტის განცხადებას, როდესაც ისინი წვრთნებს გადიოდნენ ფოთის ბაზაზე, რომელიც ასევე ფონდი „ქართუს“ მიერ არის აშენებული. მათი თქმით, ანალოგიური ინფრასტრქტურა ევროპაში არა აქვთ.

    2015 წელს დამთავრდა ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა: 15 სარაგბო ბაზა 27 მოედნით და სულ რაღაც 6-7 წელიწადში ნახეთ, როგორი შედეგები მოიმკა ეროვნულმა ნაკრებმა. ერთ-ერთი გამოცემა წერს, რომ ივანიშვილის ქველმოქმედების სასწაული ვიხილეთ ბათუმში და ნამდვილად ასეა.

    მე უცხოურ პრესას ხაზგასმით ვეუბნებოდი - მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, როგორც ივანიშვილი არის უპრეცედენტო ქველმოქმედი სპორტში, ისე სხვებმაც გააკეთონ, რომ მეტი ჯანსაღი ახალგაზრდა გვყავდეს, მეტი გამარჯვების სურნელი იდგეს. ბოლო უახლოეს 15-20 წელიწადში გარდამტეხი როლი არის ბიძინა ივანიშვილის, მისი საქველმოქმედო ფონდისა და მისი ოჯახის, - ამის შესახებ რაგბის კავშირის ", - განაცხადა ტყემალაძემ.