სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ეს არის პირველი კადრები, რაც გადავიღე... ისეთი ხმა იყო, თითქოს ბომბდამშენები მოდიოდნენ" - საზარელი კადრები სტიქიიდან

    VIDEO: "ეს არის პირველი კადრები, რაც გადავიღე... ისეთი ხმა იყო, თითქოს ბომბდამშენები მოდიოდნენ" - საზარელი კადრები სტიქიიდან
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. 3 აგ­ვის­ტოს უეც­რად მო­სულ­მა მე­წყერ­მა და ღვარ­ცოფ­მა ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაკარგულები და ამოუცნობი ცხედრები.

    ისი­ნი, ვინც სტი­ქი­ას გა­და­ურჩნენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხდარს იხ­სე­ნე­ბენ:

    "03.08.2023 15:05 ეს არის პირ­ვე­ლი კად­რე­ბი, რაც გა­და­ვი­ღე. პირ­ველ ვი­დე­ო­ში სას­ტუმ­როს უკა­ნა მხა­რეს ვი­ყა­ვით, სა­ი­და­ნაც მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. რაც პირ­ველ კად­რებ­ში ჩანს, აღა­რა­ფე­რი არ­სე­ბობს. არც ეგ ხე­ე­ბი, არც უკა­ნა შე­ნო­ბა და არც ჰა­მა­კი, რო­მელ­შიც ანა იჯდა ამ კად­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მის წინ. მარ­ცხე­ნას მა­გივ­რად მარ­ჯვნივ რომ გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით, ჩვენც იმ მი­წის ქვეშ ვიქ­ნე­ბო­დით ახლა.

    სა­ში­ნე­ლი ხმა იყო. ვი­ფიქ­რე რამე ბომბდამ­შე­ნე­ბი მო­დი­ან ჩვენ თავ­ზე თქო, კა­მე­რა ჩავ­რთე და ცას მი­ვუშ­ვი­რე. მე­ო­რე ვი­დე­ო­ში უკვე ქვე­მოთ ვარ გა­მოქ­ცე­უ­ლი. რა ად­გი­ლი­და­ნაც ვი­ღებ, რამ­დე­ნი­მე წამ­ში მან­დაც შე­მოვ­რდა მიწა და ორი­ვე მხრი­დან მოგ­ვიმ­წყვდია" - წერს გი­ორ­გი ხუ­ციშ­ვი­ლი.