სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს ერთი დამრჩა, ეს ძაღლი არ ვიცი, როგორ გადარჩა" - მარიტა გუტაშვილი, რომელიც მეწყრის შემდეგ მთელ ოჯახს ეძებს

    "ეს ერთი დამრჩა, ეს ძაღლი არ ვიცი, როგორ გადარჩა" - მარიტა გუტაშვილი, რომელიც მეწყრის შემდეგ მთელ ოჯახს ეძებს
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვი­ლი შოვ­ში ჩა­მო­წო­ლილ მე­წყერს გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ ის ამ დრომ­დე ვერ უკავ­შირ­დე­ბა ოჯა­ხის წევ­რებს. მე­წყრის შემ­დეგ და­კარ­გუ­ლე­ბი არი­ან მა­რი­ტას ძმა, და, დე­ი­და, ორი დე­ი­დაშ­ვი­ლი, ბი­ძაშ­ვი­ლი სამი შვი­ლით.

    აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შოვ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე მა­რი­ტა ჯერ კი­დევ 2020 წელს წერ­და. უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ მის პოსტს, რო­მე­ლიც 2020 წელს აქვს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

    ცოტა ხნის წინ შოვ­ში მა­რი­ტა ჟურ­ნა­ლის­ტებს კო­მენ­ტარს აძ­ლევ­და, რა დრო­საც იქ მყო­ფი­ე­ბი საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტის მომსწრე­ნი გახ­დნენ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მა­რი­ტას­თან მისი ძაღ­ლი მი­ვი­და, რო­მე­ლიც ასე­ვე და­კარ­გუ­ლი იყო.

    "ეს ერთი დამ­რჩა, ეს ძაღ­ლი არ ვიცი, რო­გორ გა­დარ­ჩა" - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ტამ.

    ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს 210 ადა­მი­ა­ნის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრომ­დე 25 ადა­მი­ანს ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან. შოვ­ში მაშ­ვე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად იმ­ყო­ფე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია ჯა­რიც. ბოლო ცნო­ბე­ბით, და­ღუ­პუ­ლია 12 ადა­მი­ა­ნი.

    მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო 7 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.