სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • არის გამარჯვება - ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს

    არის გამარჯვება - ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს მორაგბეთა ნაკრებამა ივლისის ტესტ-მატჩები პორტუგალიასთან გამარჯვებით დახურა.

    ბორჯღალოსნებმა პორტუგალიელებს ქუთაისში, "აია არენაზე" უმასპინძლეს და მეტოქე 23:14 დაამარცხეს. პირველი ტაიმის შემდეგ 9:6-ს ვიგებდით მხოლოდ ჯარიმების ხარჯზე, მეორე ტაიმში კი ლელოების დადებაც მოვახერხეთ.

    ივლისის ტესტ-მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის დადებითად უნდა შეფასდეს, არგენტინასთან მარცხის მიუხედავად. პორტუგალია დავამარცხეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბათუმში იტალიის ნაკრებს ვსძლიეთ.