სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ზოგიერთი ცხედ­რის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლე­ბი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი"- მინისტრი

    "ზოგიერთი ცხედ­რის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლე­ბი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი"- მინისტრი
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ზოგიერთი ცხედ­რის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლე­ბი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

    მი­ნის­ტრის თქმმით, და­კარ­გუ­ლებს შო­რის 8 ბავ­შვია.

    "მიმ­დი­ნა­რე­ობს ამოც­ნო­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­დის ღა­მეც და ვცდი­ლობთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ რთუ­ლი­პი­რო­ბე­ბი­სა, გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თუ ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ამოყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ზო­გი­ერ­თი ცხედ­რის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლე­ბი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი და იქ სხვა­დას­ხვა ეტა­პე­ბია გა­სავ­ლე­ლი, ასე­თი მა­გა­ლი­თად დე­ე­ნე­მის ანა­ლი­ზია.

    და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ცხედ­რე­ბიც გვაქვს. და­კარ­გუ­ლებს შო­რის სამ­წუ­ხა­როდ 7 თუ 8 ბავ­შვია. ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ამ სტი­ქი­ის არი­დე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, მინ­და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გი­თხრათ, რომ ეს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა",
    - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

    ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა.

    ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს 210 ადა­მი­ა­ნის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით.

    მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო 7 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.