სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ნივთი ჩამოვარდა და გამვლელს თავში დაეცა - როგორია დაზარალებულის მდგომარეობა

    ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ნივთი ჩამოვარდა და გამვლელს თავში დაეცა - როგორია დაზარალებულის მდგომარეობა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად 20 წლის ბიჭი დაშავდა.

    ახალგაზრდა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დახმარებით გადაიყვანეს.

    როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, 20 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაში ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

    ადგილობრივების თქმით, შემთხვევა კობალაძის ქუჩაზე მოხდა, 20 წლის ბიჭი ქვეითად გადაადგილდებოდა, როდესაც მშენებარე კორპუსიდან ნივთი ჩამოვარდა და თავში დაეცა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.