გუდაურში პარაპლანი ხევში ჩამოვარდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 17 წლის მოზარდი.
მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
როგორც ცნობილია, პარაპლანით ორი ადამიანი გადაადგილდებოდა, ერთი მათგანი დაიღუპა, ხოლო ერთის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.