სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გმირის შვილებს განსაკუთრებით არ უხდებათ ასეთი განცხადებები" - ნანუკა ჟორჟოლიანი

    "გმირის შვილებს განსაკუთრებით არ უხდებათ ასეთი განცხადებები" - ნანუკა ჟორჟოლიანი
    8 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გუ­და­ურ­ში და­ღუ­პუ­ლი მფრი­ნა­ვის შვი­ლის პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ანა ლო­რია ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­სა და იმ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს, ვინც სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­მუ­შა­ვე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა.

    "გმი­რის შვი­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით არ უხ­დე­ბათ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ნიკა რაჭ­ვე­ლი სა­უბ­რობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და არა მაშ­ვე­ლებ­ზე", - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

    გუ­და­უ­რის ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პუ­ლი მფრი­ნა­ვის, ზაზა ლო­რი­ას ქა­ლიშ­ვილ­მა პოს­ტი დღეს გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც წერ­და:


    "ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. 2 თვის წინ ღა­მის 9 სა­ათ­ზე ვა­შინგტონ­ში ჩა­მო­წო­ლი­ლი ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად 11 ადა­მი­ა­ნი და ერთი ძაღ­ლი ჩარ­ჩა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ქა­რის ფაქ­ტო­რის გამო, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვერ მო­ხერ­ხდა ღა­მის ფრე­ნებ­ზე ვერ­ტმფრე­ნის გაგ­ზავ­ნა. 12 სა­ა­თის შემ­დეგ, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და მათი ევა­კუ­ა­ცია. ნეტა თუ ჩა­ქო­ლეს და "მაშ­ვე­ლებს ეძი­ნათ?" ეძა­ხეს?ნეტა თუ მი­წას­თან გა­ას­წო­რეს, რა­ტომ ერთ სა­ათ­ში არ მოფ­რინ­დნე­ნო?

    ნეტა მა­მა­ჩემს რომ შარ­შან გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვერ გაფ­რინ­დე­ბა ვერ­ტმფრე­ნი და წა­მო­სუ­ლი­ყო ჩემ­თან, რას უზამ­დნენ? ნეტა თუ ცო­ცხლად და­მარ­ხავ­დნენ იმ 7 ადა­მი­ან­თან ერ­თად! ნეტა თუ კარ­გია, რომ შე­აკ­ლა თავი?!

    ბორ­ჯო­მის ხან­ძრე­ბის დროს თურ­ქე­თის ავი­ა­ცია და­ი­ქი­რა­ვეს და­სახ­მა­რებ­ლად! 4 სა­ა­თი იფ­რი­ნეს და გა­ა­ჩე­რეს ვერ­ტმფრე­ნე­ბი. ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო პი­ლო­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მეტს ვერ ვიფ­რენ­თო. მა­მა­ჩე­მი და მისი ეკი­პა­ჟი გა­თე­ნე­ბი­დან მზის ბოლო სხი­ვამ­დე ენა­გად­მოგ­დე­ბუ­ლე­ბი რომ დაფ­რი­ნავ­დნენ, დღის ბო­ლოს ფეხ­ზე რომ ვე­ღარ იდ­გნენ, ის­მენ­დნენ, რა­ტომ შე­ა­ჩე­რეს ღა­მის ფრე­ნე­ბიო!გაბ­რა­ზე­ბულ­მა რომ ავ­დე­ქი და ვუ­თხა­რი, ხოდა რა თავს იკ­ლავთ, და­გეს­ვე­ნათ და გეთ­ქვათ თქვენც, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვე­ღარ გავფრინ­დე­ბი­თო: "ჩემი ქვეყ­ნის ტყე იწ­ვის, მა­გათ რა ადარ­დებთ" მი­ვი­ღე პა­სუ­ხად! მა­მა­ჩე­მის პა­ნაშ­ვი­დებ­ზე მო­სულ ბი­ჭებს სულ გუ­ლის ფი­ცარ­ში რომ ვურ­ტყი მუჯ­ლუ­გუ­ნე­ბი, არ გა­ბე­დოთ მის­ხა­ლი რის­კის ფა­სად არ­სად გაფ­რე­ნა-თქო, ორ­სი­ტყვი­ა­ნი პა­სუ­ხი გამ­ცეს: "აბა რო­გორ?"მთე­ლი ბავ­შვო­ბა ყო­ველ დი­ლით რომ შუბ­ლზე კოც­ნით გვემ­შვი­დო­ბე­ბო­და მა­მა­ჩე­მი ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ წევ­რს, წას­ვლის წინ კარ­ზე გაკ­რულ "სახ­ლი­დან გას­ვლის წინ ლოც­ვას" რომ კი­თხუ­ლობ­და, ოჯა­ხის ტრა­დი­ცია მე­გო­ნა.

    მოზ­რდილ­მა რომ ვკი­თხე, რა­ტომ აკეთბ­და ამას? "მე ისე­თი პრო­ფე­სია მაქვს, კარს რომ მო­ვი­ხუ­რავ უკან დავ­ბრუნ­დე­ბი თუ არა არ ვიცი", - მი­ვი­ღე პა­სუ­ხად. ნეტა რო­მე­ლი­მეს პი­რით ერთი გა­დაკ­რუ­ლი წუ­წუ­ნი მა­ინც თუ მო­გის­მე­ნი­ათ წლე­ბია, ნეტა რო­მე­ლი­მეს გულ­ში თუ ჩა­გი­ხე­დავთ, "პი­ლო­ტებს ეძი­ნათ" კო­მენ­ტა­რებს რომ კი­თხუ­ლო­ბენ. ნეტა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფა­სე­ბას თუ ვის­წავ­ლით რო­დეს­მე? დღეს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი "ვერ პა­ტი­ობს" სი­ცო­ცხლეს. დღეს ტა­ლახ­ში ჩამ­ხრჩვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა იპო­ვეს მფრი­ნა­ვებ­ში. მი­მი­ფურ­თხე­ბია თქვე­ნი სა­მარ­თა­ლის­თვის ბა­ტო­ნო მა­ესტრო!ჩემი გუ­ლის ფეთ­ქვა ხართ, ბი­ჭე­ბო, მა­მა­ჩე­მი ხართ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი, ბი­ჭე­ბო!არ გაბ­რაზ­დეთ, არ გე­წყი­ნოთ!

    მე რა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ყველ­გან ხმის ჩახ­ლე­ჩამ­დე ვიყ­ვი­რებ და თქვენს ინ­ტე­რე­სებს და­ვი­ცავ! ერთი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ­დეც თუ მი­ვი­ტან თქვენს ფიქ­რებს ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი!გას­კდა გული, გან­მი­ახ­ლდა ჩემი მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი, სუ­ლის ყვე­ლა ნა­წილ­ში მტკი­ვა ტა­ლახ­ში ჩამ­ხრჩვა­ლი ხალ­ხი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გუ­ლებ­ში ვერ­ჩამ­ქრა­ლი იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი. თავს შე­ვაკ­ლავ და არ ვა­პა­ტი­ებ არა­ვის ერთ გა­დაკ­რულ სი­ტყვას! მშვი­დო­ბა მოგ­ცეთ ღმერ­თმა, გაკ­მა­როთ თქვენც და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს!" - წერს ლო­რია.