სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საბოლოოდ დაემშვიდობეთ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს - აგვისტოს თვის მთავარ მახასიათებლები

    საბოლოოდ დაემშვიდობეთ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს - აგვისტოს თვის მთავარ მახასიათებლები
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, აგვისტოს თვეს იანის ლითონის ენერგია მართავს. ამიტომაც, მიმდინარე თვის განმავლობაში, შესაძლოა, წარმატებულ დღეებთან ერთად, ბევრი ხისტი და არახელსაყრელი პერიოდიც იყოს. ასტროლოგების თქმით, მთელი თვის განმავლობაში ემოციური არასტაბილურობა შეაწუხებს როგორც თითოეულ ადამიანს, ასევე მთლიანად საზოგადოებას. კონფლიქტები და უთანხმოებები არ ჩაცხრება, პირიქით, შესაძლოა, კიდევ უფრო რადიკალური და განსხვავებული სახით წარმოჩნდეს.

    აგვისტო მაიმუნის თვეა. ასტროლოგიაში კი მაიმუნი განსაკუთრებული სისხარტითა და ენერგიულობით ხასიათდება. ამიტომ, ხშირია, გადაადგილებები, მოგზაურობები, ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სურვილი. ამ თვეში ცვლილებების სურვილს იგრძნობთ და მიხვდებით, რა მოძველდა და რასთან აღარ ღირს დროის დაკარგვა. შეიძლება ითქვას, რომ აგვისტო გადაფასებების და ცხოვრების განახლებული ენერგიით დაწყების თვეა და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

    იანის ლითონის ენერგია ძალიან ბევრ ადამიანს აიძულებს, ხისტი და რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოს. დროა, საბოლოოდ დაემშვიდობოთ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება არ მოაქვთ და ტოქსიკურ გარემოს ქმნიან, უარი თქვათ არახელსაყრელ საქმეებზე - ეს თვე საჭირო დროს "არას" გადაჭრით თქმის აუცილებლობაში დაგარწმუნებთ. გათავისუფლდებით ეჭვებისა და სხვა ადამიანების ხათრის გამო რაიმეს გაკეთების სურვილისაგან და საკუთარ თავს გაცილებით უკეთესად მოუსმენთ.

    ასტროლოგები გირჩევენ, რომ სპორტით დაკავების, ფიზიკური აქტივობების, გზაზე გადაადგილებების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგანაც დაზიანებების რისკი იზრდება. გარდა ამისა, შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობაც იგრძნოთ და ამის გამო, კონფლიქტური სიტუაცია შექმნათ. უფრო ყურადღებით იყავით შემდეგ რიცხვებში: 12, 15, 18, 24, 27, 30 აგვისტო. ამ დღეებში ემოციური ფონი კიდევ უფრო მეტად იზრდება და რადიკალური გადაწყვეტილებები შესაძლოა, ინანოთ.

    იყავით სიახლეებისთვის მზად, გამოიჩინეთ თავდაჯერებულობა და გამბედაობა, დაიწყეთ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი და სამყარო მხარს დაგიჭერთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.