სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საშინელი ავიაკატასტროფა - თვითმგტინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა

    საშინელი ავიაკატასტროფა - თვითმგტინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    BBC-ი ბერძნული ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფრომაციას, რომ ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ კავალასთან ახლოს, სატვირთო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა.

    თვითმფრინავი Antonov-12, რომელიც უკრაინაში დაფუძნებული კომპანიის საკუთრება იყო, სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა.

    ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იყო ბორტზე და გადარჩა თუ არა ვინმე. საბერძნეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, თვითმფრინავს 12 ტონა, პოტენციურად სახიფათო ტვირთი გადაჰქონდა.