სოციალურ ქსელში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერენ.
როგორც თვითმხილველი თამუნა ჩოთირიძე წერს, კაცი ოპერაში შიშველი ფეხებით იჯდა.
"ოპერაში ეს მამრი, ასე ბედნიერად ატყაპუნებდა შიშველ ფეხებს, ბოტასები გვერდზე უდევს. კაპელდინერის შენიშვნაზე ამ ქალმა, რომელიც ნასვამია, იმისთანა ამბავი ატეხა, შემეცოდა ჩვენი კაპელდინერი გოგო. ავარდა მენეჯერთან, ისტერიკაში იყო. აი, ასეთი უზრდელები და უკულტუროები არიან ჩვენი დერევნია ღრუსი მეზობლები", - წერს თამუნა ჩოთირიძე.