სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება" - მიხელ სააკაშვილის მდგომარეობა

    "კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება" - მიხელ სააკაშვილის მდგომარეობა
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

    მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი პრაქ­ტი­კუ­ლად უც­ვლე­ლია - კვლავ ვლინ­დე­ბა კოგ­ნი­ტი­უ­რი დე­ფი­ცი­ტი, ატაქ­სია, ჰი­პეს­თე­ზია, ძა­ლის დი­ფუ­ზუ­რი დაქ­ვე­ი­თე­ბა,- ამ ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერტთა ჯგუ­ფის მიერ, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მარ­თვის შე­სა­ხებ „ვი­ვა­მე­დის“ მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

    რო­გორც დას­კვნა­ში წე­რია, პა­ცი­ენტს აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი მიკ­რო­ცი­ტა­რუ­ლი ანე­მია, რო­მე­ლიც ღრმავ­დე­ბა და კლი­ნი­კის მიერ იმარ­თე­ბა სის­ხლის და მისი პრო­დუქ­ტე­ბის ინ­ფუ­ზი­ე­ბით.

    რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვას კლი­ნი­კა­ში, შე­ფა­სე­ბის თა­ნახ­მად, ამ მხრივ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ექიმ­თა ჯგუფს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი არ აქვს.

    „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ მოწ­ვე­ულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტთა/ექ­სპერტთა ჯგუფ­მა შე­ის­წავ­ლა და გა­ა­ა­ნა­ლი­ზა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მარ­თვის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა „ვი­ვა­მე­დის“ მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი და წარ­მო­ად­გენს შემ­დეგ შე­ფა­სე­ბას:

    პა­ცი­ენ­ტის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი პრაქ­ტი­კუ­ლად უც­ვლე­ლია და შე­ე­და­რე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ მოწ­ვე­ულ ექიმ­თა ჯგუ­ფის წინა ჩა­ნა­წე­რებს - კვლავ ვლინ­დე­ბა კოგ­ნი­ტი­უ­რი დე­ფი­ცი­ტი, ატაქ­სია, ჰი­პეს­თე­ზია, ძა­ლის დი­ფუ­ზუ­რი დაქ­ვე­ი­თე­ბა.

    გა­მო­ხა­ტუ­ლია მიკ­რო­ცი­ტა­რუ­ლი ანე­მია, რო­მე­ლიც ღრმავ­დე­ბა და კლი­ნი­კის მიერ იმარ­თე­ბა სის­ხლის და მისი პრო­დუქ­ტე­ბის ინ­ფუ­ზი­ე­ბით. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ 2023 წლის 22-23 მა­ი­სის მო­ნა­ცე­მებს, ჰე­მა­ტოკ­რი­ტი იყო 22%, რე­ტი­კუ­ლო­ცი­ტე­ბი 0,5% (5‰), რაც მი­უ­თი­თებს, რომ რე­ტი­კუ­ლო­ცი­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ის ინ­დექ­სი 0,1 და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ნიშ­ნავს ძვლის ტვი­ნის არა­ა­დეკ­ვა­ტურ პა­სუხს. ექ­სპერტთა ჯგუ­ფი ფიქ­რობს, რომ ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლი ფე­რი­ტი­ნის და ნორ­მა­ლუ­რი რკი­ნის ფონ­ზე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის (ამ შემ­თხვე­ვა­ში პრო­ტე­ინ­დე­ფი­ცი­ტუ­რი მალ­ნუტ­რი­ცი­ის - შიმ­ში­ლის) მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ჰი­პოპ­რო­ტე­ი­ნე­მი­აც და ჰი­პო­ფიბ­რი­ნო­გე­ნე­მი­აც;

    კვე­ბის დე­ფი­ცი­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ელექტრო­ლი­ტუ­რი დის­ბა­ლან­სიც;

    რაც შე­ე­ხე­ბა მარ­თვას კლი­ნი­კა­ში, ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ექიმ­თა ჯგუფს არ აქვს. გრძელ­დე­ბა სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, რაც მათი მხრი­დან პრაგ­მა­ტულ მიდ­გო­მას წარ­მო­ად­გენს;

    პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბი აფა­სე­ბენ სტა­ბი­ლუ­რად, სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მედ (მხო­ლოდ ერთ ჩა­ნა­წერ­ში (31.05.2023) ფი­გუ­რი­რებს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მე რჩე­ბა );

    ასე­ვე, სა­გუ­ლის­ხმოა, რომ 2023 წლის 14 ივ­ლი­სის შემ­დგომ აღი­ნიშ­ნე­ბა ლე­ი­კო­ცი­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა (ლე­ი­კო­პე­ნია), რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს ასე­ვე, ძვლის ტვი­ნის სუპ­რე­სი­ის შე­დე­გი და თუ ეს ტენ­დენ­ცია ნარ­ჩუნ­დე­ბა და არ არის დათ­ვლის ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა, მა­შინ ეს ნიშ­ნავს, რომ ძვლის ტვი­ნის სუპ­რე­სია ამ­ჟა­მად უფრო მკვეთ­რად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, ვიდ­რე მა­ნამ­დე იყო, რაც მთლი­ა­ნო­ბა­ში მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის ნი­შა­ნია. ლე­ი­კო­პე­ნი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პრობ­ლე­მა ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა იყოს ვი­ტა­მინ B12 და ფო­ლი­უ­მის დე­ფი­ცი­ტი, რო­გორც მალ­ნუტ­რი­ცი­ის შე­დე­გი, რაც ამ თვალ­საზ­რი­სით მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს; შე­საძ­ლოა, სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მი­ზე­ზე­ბიც იყოს, მაგ. ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია.

    ექ­სპერტთა ჯგუფს მი­აჩ­ნია, რომ სა­ერ­თო ჯამ­ში, ნარ­ჩუნ­დე­ბა თან­და­თა­ნო­ბი­თი ნელი დი­ნა­მი­კა გა­უ­ა­რე­სე­ბის­კენ, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია ჯგუ­ფის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი წი­ნამ­დე­ბა­რე დას­კვნე­ბის კონ­ტექ­სტში.

    აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მან­და­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ექ­სპერტთა ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზა­ნი, შექ­მნის დღი­დან­ვე, არის პა­ცი­ენ­ტის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. ჯგუ­ფი არ ერ­თვე­ბო­და და არ ერ­თვე­ბა პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის უშუ­ა­ლო პრო­ცეს­ში.

    ექიმ­თა ჯგუ­ფი გა­აგ­რძე­ლებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინგს და პე­რი­ო­დუ­ლად, 2-4 თვის შუ­ა­ლე­დე­ბით გა­ნაგ­რძობს პა­ცი­ენ­ტთან ვი­ზი­ტებს, ასე­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლას. ცხა­დია, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ვი­ზი­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა­გეგ­მუ­რა­დაც.

    ექიმ­თა ჯგუ­ფის მო­რი­გი ვი­ზი­ტი პა­ცი­ენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან იგეგ­მე­ბა სექ­ტემ­ბრის თვე­ში. სპე­ცი­ა­ლის­ტთა/ექ­სპერტთა ჯგუ­ფის წევ­რე­ბი: გი­ორ­გი გრი­გო­ლია; გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვა; თენ­გიზ წუ­ლა­ძე; ნინო ზავ­რაშ­ვი­ლი; აიდა გო­ზა­ლო­ვა“,- ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.