სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ამ ბიჭისგან განსხვავებით, ჩემი ბნელი გვირაბის ბოლოს, პატარა სინათლის ნაპერწკალი ჩანს" - რამაზ დავლაძე შოვში დაკარგული ბავშვების მამაზე

    ამ ბიჭისგან განსხვავებით, ჩემი ბნელი გვირაბის ბოლოს, პატარა სინათლის ნაპერწკალი ჩანს" - რამაზ დავლაძე შოვში დაკარგული ბავშვების მამაზე
    8 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამი შვილიდან ბოლო იმედის, პატარა ქალიშვილის პოვნის იმედით გაბრუებული და შვილის თოჯინით მოსიარულე გიორგი დაუშვილის შემყურეს, ყველას რამაზ დავლაძე გაახსენდა, კაცი, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს (2021 წლის 8 ოქტომბერს) ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა. ნანგრევებმა მისი ორი შვილი, მეუღლე და ძმა მოიყოლა... რამაზს ვაჟი დარჩა, რომელიც ტრაგედიის დატრიალების დროს, ბაღში იყო.

    რამაზი "პრაიმტაიმთან" კომენტარს აკეთებს;

    რამაზ დავლაძე: რა უნდა ვთქვა, განადგურდნენ ოჯახები. ძალიან ვწუხვარ და განვიცდი! მაგრამ ამდენი წუხილი და ტრაგედია არსად აღარ მეტევა!

    ეეჰ, როგორ მესმის იმ მშობლის, რომელიც ასე უგზო-უკვლოდ დადის და იმედს არ კარგავს!

    ასეთ დროს ძალიან რთულია ადამიანი რამეთი ანუგეშოთ. სიცოცხლე და არსებობა, რომ საერთოდ არ გინდა, ეს ის მომენტია. ამ დროს დიდია ჭკუიდან შეშლის შანსი, სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების შანსი.

    ამ ბიჭისგან განსხვავებით, ჩემი ბნელი გვირაბის ბოლოს, პატარა სინათლის ნაპერწკალი ჩანს, ვისთვისაც მიღირს სიცოცხლე და არსებობა; დანარჩენი, ჩემი ყოველი დღე და ყოველი წელი, ერთმანეთს ჰგავს და სრული უაზრობაა;

    ღმერთმა გაანათლოს დაღუპულთა სულები;

    უფალმა დაიფაროს ჩვენი ლამაზი სამშობლო;