სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თავი შე­ი­კა­ვონ არას­წო­რი…”-საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

    "თავი შე­ი­კა­ვონ არას­წო­რი…”-საქართველოს საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს
    8 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­კა­ნოზ და­ვით ისა­კა­ძი­სა და სხვა მო­ძღვრე­ბის გან­ცხა­დე­ბებს ემიჯ­ნე­ბა.

    სა­პატ­რი­არ­ქო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მო­უ­წო­დებს, "თავი შე­ი­კა­ვონ არას­წო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი­სა­გან“.

    "დე­კა­ნოზ და­ვით ისა­კა­ძის და ზო­გი­ერ­თი სხვა მო­ძღვრის მიერ შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზის გან­სა­ზღვრა არის მათი პი­რა­დი აზრი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ემიჯ­ნე­ბა და, ამას­თან, კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, ასეთ მტკივ­ნე­ულ და ფა­ქიზ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თავი შე­ი­კა­ვონ არას­წო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი­სა­გან.

    ჩვენ კი­დევ ერთხელ ვუ­ცხა­დებთ თა­ნაგ­რძნო­ბას გარ­დაც­ვლილ­თა და დღემ­დე და­კარ­გულ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს და შევ­თხოვთ ღმერ­თს, სუ­ლი­ე­რი მხნე­ო­ბა მი­მად­ლოს მათ, ხოლო სტი­ქი­ის შე­დე­გად აღ­სრუ­ლე­ბულთ ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი და­უმ­კვიდ­როს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­კა­ნოზ­მა და­ვით ისა­კა­ძემ შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქია ერთი წლის წინ შოვ­ში ჩა­ტა­რე­ბულ მთის ფეს­ტი­ვალს და­უ­კავ­ში­რა. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ფეს­ტი­ვა­ლის 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში "ეს წმინ­და ად­გი­ლი წა­ბილ­წეს და იქა­უ­რო­ბა პირ­და­პირ და­ი­სა­ჯა“.