სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსების სიბოროტეს საზღვარი არ აქვს - ახლი ბრძანების მიხედვით აგრესორები შეტევის მასშტაბებს გაზრდიან

    რუსების სიბოროტეს საზღვარი არ აქვს - ახლი ბრძანების მიხედვით აგრესორები შეტევის მასშტაბებს გაზრდიან
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ბრძანება გასცა, რომ უკრაინაში "ყველა მიმართულებით" გაძლიერდეს რუსული ჯარის მოქმედებები. შოიგუმ ამის შესახებ რუსეთის არმიის ცენტრალური და სამხრეთ დაჯგუფების მეთაურებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

    თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აქტივობის გაზრდა "სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და დონბასსა და სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე მასიური სარაკეტო და საარტელერიო დარტყმების" ასარიდებლადაა აუცილებელი.

    შოიგუსთან შეხვედრაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სამხრეთისა და ცენტრის ჯგუფების მეთაურებიც არიან: არმიის გენერალი, სერგეი სუროვიკინი და გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრე ლაპინი.