სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მამა მყავს ცუდად, ყველამ კარგად იცის, სად ვიყავი - ვითომ ვისვენებ და არ ჩამოვედი" - ვახტანგ გომელაური

    "მამა მყავს ცუდად, ყველამ კარგად იცის, სად ვიყავი - ვითომ ვისვენებ და არ ჩამოვედი" - ვახტანგ გომელაური
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი 2 კვი­რა, მამა მყავს ცუ­დად და თავ­ზე ვე­დე­ქი. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და და ზოგი ჰა­ვა­ი­ზე მას­ვე­ნებ­და, ზოგი სხვა­გან",- ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

    რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სი­ბინ­ძუ­რა.

    "გუ­შინ ჩა­მოვფრინ­დი. მგო­ნი, ყვე­ლამ კარ­გად იცის, სად ვი­ყა­ვი. სამ­წუ­ხა­როდ, თი­თო­უ­ლი ნა­ბი­ჯი, სად­მე რომ მივ­დი­ვარ, ყვე­ლა იცის და ეს რა­ტომ­ღაც ვერ გა­ი­გეს. თურ­ქეთ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი 2 კვი­რა, მამა მყავს ცუ­დად და თავ­ზე ვე­დე­ქი. ახ­ლაც იქ არის და ძა­ლი­ან მძი­მედ არის. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და და ზოგი ჰა­ვა­ი­ზე მას­ვე­ნებ­და, ზოგი სხვა­გან. მგო­ნი, ეს ძა­ლი­ან მძი­მეა და ცუდი.

    არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რა­ღაც. იგი­ვე კახა კა­ლა­ძე­ზე გა­ა­კე­თეს, ოჯახ­ზე, ეს არის სი­ბინ­ძუ­რე, ეს პო­ლი­ტი­კა აღარ არის. იგი­ვე, რო­გორც ჩემ­ზე ვი­თომ ვის­ვე­ნებ და არ ჩა­მო­ვე­დი, ასე და­ის­ვე­ნონ ჩვენ­მა მტრებ­მა“,- აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.