სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "3 ახალი ვერტმფრენია შეძენილი საფრანგეთში, წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი”- ვახტანგ გომელაური

    "3 ახალი ვერტმფრენია შეძენილი საფრანგეთში, წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი”- ვახტანგ გომელაური
    8 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შს მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს სამი ახა­ლი ვერ­ტმფრე­ნი ჰყავს შე­ძე­ნი­ლი და პირ­ვე­ლი ვერ­ტმფრე­ნი 2024 წლის მარ­ტში ჩა­მო­ვა.

    რო­გორც მან, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, ვერ­ტმფრე­ნე­ბის შე­ძე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა თით­ქმის ერთი წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

    "ვერ­ტმფრე­ნე­ბი შე­ძე­ნი­ლია უკვე, 3 ახა­ლი ვერ­ტმფრე­ნია შე­ძე­ნი­ლი, საფ­რან­გეთ­ში შე­ვი­ძი­ნეთ და წე­სით მარ­ტში უნდა ჩა­მო­ვი­დეს პირ­ვე­ლი ვერ­ტმფრე­ნი და იმ წელს დამ­თავ­რდე­ბა 3 ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მოყ­ვა­ნა.

    ვერ­ტმფრე­ნი მან­ქა­ნა ხომ არ არის გახ­ვი­დე ბაზ­რო­ბა­ზე და იყი­დო?! რი­გე­ბია და სა­დღაც ერთი წელი ვმუ­შა­ობ­დით თით­ქმის, უკვე ნა­ყი­დი გვაქვს და სწავ­ლე­ბა უნ­დათ პი­ლო­ტებს და ა.შ.

    რაც შე­ე­ხე­ბა - "მერე აღარ მოხ­დე­ბა?!“ - მა­გა­ზე ვე­რა­ვინ ვერ გა­ზღვევს, ამა­საც (არ­სე­ბულ ვერ­ტმფრე­ნებს) შე­უძ­ლია იგი­ვე, რაც იმას შე­უძ­ლია, უბ­რა­ლოდ ისი­ნი ახ­ლე­ბია. ისი­ნი ევ­რო­პუ­ლია და უფრო დახ­ვე­წი­ლია, ესე­ნი კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბია. ორი გვყავს ახა­ლი, პა­ტა­რა, რო­მელ­შიც ბევ­რი ხალ­ხი ვერ ეტე­ვა.

    ტექ­ნი­კუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლია, არც ერთი პი­ლო­ტი არ აფ­რინ­დე­ბა თუ ვერ­ტმფრე­ნი გა­მარ­თუ­ლი არ არის. უტარ­დე­ბა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ყო­ველ წელს და ჩათ­ვა­ლეთ, რომ ახა­ლი ვერ­ტმფრე­ნია, უბ­რა­ლოდ ძვე­ლი გა­მოშ­ვე­ბაა და ძველს ხომ არ ვი­ყი­დით ისევ? ვი­ყი­დეთ ახ­ლე­ბი. (ჩარ­ჩე­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი) უსაფრ­თხო ად­გი­ლას იყ­ვნენ, არ იყო სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ გა­ე­რის­კათ პი­ლო­ტებს, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ვერ­ტმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­დნი­ლი­ყო.

    რის­კია, ღამე არ არის ისე­თი ხედ­ვა, ხე­ო­ბაა, მთე­ბია და შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცას წა­მო­ე­დოს, რაც მოხ­და სამ­წუ­ხა­როდ გუ­და­ურ­ში. იქაც გა­რის­კეს პი­ლო­ტებ­მა ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი იყო, თუმ­ცა მოხ­და უბე­დუ­რე­ბა და იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს და როცა უსაფრ­თხოდ არი­ან მთა­ზე, სა­დაც არ შე­იძ­ლე­ბა მე­წყე­რი მოხ­დეს, ან მდი­ნა­რე ადიდ­დეს, რა­ტომ უნდა გა­რის­კოს?!“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.