სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში..."- სტიქიას გადარჩენილი კობახიძეს მიმართავს

    "შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში..."- სტიქიას გადარჩენილი კობახიძეს მიმართავს
    8 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სტი­ქი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი კი­დე­ვე რთი პირი, გიო ადა­მია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

    "ჩემი თვა­ლით ვხე­დავ­დი, რო­გორ და­ცო­ცავ­და ტასო მე­წყერ­ში სამ სა­ათ­ზე მეტ­ხანს, ვერ მი­დი­ო­და, გაწ­ვა, ყვე­ლა­ფე­რი სცა­და. ჩვენ ვი­დე­ქით კალ­ცის წყალ­თან ხიდ­ზე, იქ ყვე­ლა­ფე­რი მე­წყერ­მა და­ფა­რა ნა­ხე­ვარ წუთ­ში. ოდ­ნავ შე­მაღ­ლე­ბუ­ლის­კენ რომ გა­ვი­წი­ეთ, ისევ მე­წყერ­მა გა­დაგ­ვი­ა­რა და 20 მეტრზე მეტი გვათ­რია. და­ვი­თი და მაშო უფრო შორს წა­იყ­ვა­ნა. ჩვენს ირ­გვლივ ყველ­გან მე­წყე­რი იყო, გა­ყი­ნულ ტა­ლახ­ში ვი­დე­ქით და ვე­ლო­დე­ბო­დით ვერ­ტმფრენს 3 სა­ა­თი.

    შენ არ გან­გიც­დია, რას ნიშ­ნავს ბავ­შვი ზურ­გზე გეჯ­დეს და მუხ­ლამ­დე ეფ­ლო­ბო­დე მე­წყერ­ში, ყო­ველ ფე­ხის ჩად­გმა­ზე ქვე­ბი გსე­რავ­დეს, სი­ა­რუ­ლის ძალა არ გქონ­დეს, ყო­ველ წამს ახა­ლი ტალ­ღის გე­ში­ნო­დეს. არც ის გან­გიც­დია ბავ­შვით ხელ­ში, შენს წინ მე­წყრის ორ­მეტ­რი­ან ტალ­ღას უყუ­რებ­დე, ხე­დავ­დე რო­გორ მო­ი­წევს შენ­სკენ და ვერ­სად გარ­ბო­დე. სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა სპე­კუ­ლა­ცია არ არის", - წერს ის.

    ცნო­ბის­თვის, დღეს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ოფის­ში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა. მისი თქმით, 3 აგ­ვის­ტოს "ვი­საც მის­წვდა ღვარ­ცო­ფუ­ლი მასა, გა­დარ­ჩე­ნის შან­სი, უბ­რა­ლოდ, არ ჰქონ­დათ".

    "იყო ასე­ვე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს ერთ-ერთი ბავ­შვი 3 სა­ა­თი ებ­რძო­და ღვარ­ცოფს, რაც არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტყუ­ი­ლი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო იქ პრო­ცე­სი. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, სტი­ქია იყო მყი­სი­ე­რი... სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ვი­ღაც 3 სა­ა­თი ებ­რძო­და სტი­ქი­ას, უბ­რა­ლოდ არის ცა­რი­ე­ლი ტყუ­ი­ლი", - თქვა კო­ბა­ხი­ძემ.

    კო­ბა­ხი­ძემ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მე­წყერ­ში დის­შვილ­თან ერ­თად მო­ყო­ლილ და­ვით ჯე­ლა­ძის შე­სა­ხებ და გა­ნა­ცხა­და, რომ ეეჭ­ვე­ბა, რე­ა­ლუ­რად გა­და­ლა­ხა თუ არა ჯე­ლა­ძემ გზა, სას­ტუმ­რო "სან­სეთ შო­ვის" სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს გა­დას­ვლის მიზ­ნით.

    აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მო­ეხ­მა­უ­რა და­ვით ჯე­ლა­ძე: "ვა­ი­მეე, ამას რას მო­ვუს­მი­ნე, ეს რა თქვი", - და­წე­რა მან.

    შე­გახ­სე­ნებთ, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და.

    ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­წყერს 24 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი ათამ­დე და­კარ­გულს ეძე­ბენ.