სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ვტირი, იქნებ, რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა“-რას წერს ზაზა მესხის მეგობარი

    „ვტირი, იქნებ, რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა“-რას წერს ზაზა მესხის მეგობარი
    8 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შოვში მომხდარი სტიქიიდან დაკარგულებს შორის არის ზაზა მესხი შვილებთან ერთად. იდენტიფიცირებულია ზაზა მესხის მეუღლის – ალინა პოლიკოვსკას ცხედარი.

    ზაზა მესხის შესახებ სოციალურ ქსელში ია მერკვილაძე ემოციურ პოსტს წერს:

    „ბუნების წესიაო, მშობელი შვილმა უნდა ჩადოს მიწაშიო და ახლა მშობლებიც და შვილები რომ ამ მიწამ ერთად…
    დღეების წინ თავს ვინეგუშებდი, რომ იქნებ სადმე ხართ, დაჭრილები, გამოფიტულები,
    მაგრამ ცოცხლები. ახლა ვტირი, იქნებ, რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა
    და შენ შვილებს აყვარებდი… „თანამემამულის” ბოლო გვერდზე თითქმის ყოველთვის აქვეყნებდი ხალისიანი ქართველი ბავშვის ფოტოს ქართველი პოეტის ან მწერლის ოპტიმისტური ციტატით.
    გულიანო და ჰეის შემძახებელო, მებრძოლო და ნონ კონფორმისტო, ძალიან კარგო
    ადამიანო და ქართველო… ზაზა“, – წერს ია მერკვილაძე სოციალურ ქსელში.