სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თარგმანში დაკარგულები“ - წლევანდელი აბიტურიენტების იმედგაცრუება და ურთულესი მათიმატიკის გამოცდა

    "თარგმანში დაკარგულები“ - წლევანდელი აბიტურიენტების იმედგაცრუება და ურთულესი მათიმატიკის გამოცდა
    8 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აბიტურიენტებისთვის წლევანდელ გამოცდებში მათემატიკოს ტესტები ყველაზე რთული აღმოჩნდა.

    მათი თქმით, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი ის არის, რომ ამო­ცა­ნე­ბის ტექ­სტე­ბი ლა­მის "გუ­გლთრანსლე­ი­თით“ იყო ნა­თარ­გმნი და მათ­ში გა­სარ­კვე­ვად გა­მოც­დის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო არა­საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა.

    მა­რი­ამ ას­ლა­ნიშ­ვი­ლი, აბი­ტუ­რი­ენ­ტის მშო­ბე­ლი: "პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა­ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და­ში ჩა­იჭ­რა. მე თვი­თონ მა­თე­მა­ტი­კო­სი ვარ და ვიცი, რომ ამო­ცა­ნის პი­რო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტი­ვად უნდა იყოს გად­მო­ცე­მუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი უკუღ­მა იყო - ბავ­შვე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა დრო­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და­ვა­ლე­ბის ში­ნა­არ­სის გარ­კვე­ვა­ში და­ხარ­ჯა. ვერ გა­ვი­გე, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­არ­თუ­ლეს ტექ­სტე­ბი?! იცით ალ­ბათ, რომ ჯარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­მო­დის, რომ თუ გა­და­ვა­დე­ბა გინ­და, ათი ათა­სი ლარი უნდა გა­და­ი­ხა­დო. და­ვი­ჯე­რო, ისე გა­უ­ჭირ­და სა­ხელ­მწი­ფოს, რომ ჩაჭ­რილ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზე ფუ­ლის კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა? ეს მხო­ლოდ ჩემი აზრი არ არის“.

    ქეთო ქი­ტი­აშ­ვი­ლი, მშო­ბე­ლი: " სირ­ცხვი­ლია, რო­დე­საც მა­თე­მა­ტი­კას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­გა­ნია და ამ საგ­ნის რთუ­ლად აღი­ა­რე­ბულ ვა­რი­ანტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მხო­ლოდ 1 ქუ­ლას უმა­ტე­ბენ. წელს და­სა­წე­ვია ბა­რი­ე­რი, რად­გან სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი სი­ტყვა­თა წყო­ბით იყო გად­მო­ცე­მუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი. ამან იმოქ­მე­და და ბევ­რმა ვერ და­წე­რა".