სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • იცი რას გეტყვი ჯიგარ!? ასეთი გოთვერნული ცხოვრება, როცა აირჩიე, მაშინ უნდა გეფიქრა ოჯახის წევრებზე და 10 წლის ანგელოზზე!”

    იცი რას გეტყვი ჯიგარ!? ასეთი გოთვერნული ცხოვრება, როცა აირჩიე, მაშინ უნდა გეფიქრა ოჯახის წევრებზე და 10 წლის ანგელოზზე!”
    4 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თემურ გვალიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს უპასუხა:

    "იცი რას გეტყვი “ჯიგარ”!?
    მინდა შენს “ემოციურ” წერილს გამოვეხმაურო…. სიმართლე კი ესაა:
    როცა აირჩიე ასეთი გოთვერნული ცხოვრება, მაშინ უნდა გეფიქრა ოჯახის წევრებზე და 10 წლის ანგელოზზე, რომელსაც ამ ქვეყანაში საცხოვრებელი აქვს შენს მერე!
    შენ თუ გყავს შვილები და ფიქრობ მათ მომავალზე, ჩვენც გვყავს შვილები და შვილიშვილები და როგორმე ჩვენც ვფიქრობთ მათ მომავალზე!
    თუ მართლა ასე კატასტროფულად გაყალბდა არჩევნები და მითუმეტეს ამის დამადასტურებელი ვიდეოები , რომ მიგქონდა, გაბუნია-მელაძესთან და საზღვარგარეთ ნაცების მიერ მოსყიდულ ევრო-ჩინოვნიკეთან კი არ უნდა გერბინა “დანოსით” ხელში, არამედ გამოსულიყავი კაცურად და გეთქვა: მე იმიტომ გავდივარ “თამაშიდან”, რომ მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, არჩევნები გაყალბდა და მაქვს ამის დამადასტურებელი სამხილი მასალები…
    და ენახა ხალხს რითაც ახლა იმუქრები, თითქოს რაღაცეებს გამოაქვეყნებ, რაღაცეებს მოყვები და ამით “გადაარჩენ” ქვეყანას!
    ეს იქნებოდა სწორი საქციელი.. ვიღაცა დაგიჯერებდა, ვიღაცა არა, მაგრამ ასეთ სირულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდი არც შენ და არც სხვა!
    მაგრამ შენ, ამხელა თანამდებობაზე ნამუშევარმა “კაცმა”, ვიღაცის “ჩიტობა” ამჯობინე…
    არ ვიცი ამ ყველაფერს “საკენკის” საფასურად აკეთებდი თუ რაღაცის შიშის გამო, მაგრამ ეგეც მალე გაირკვევა და ჩემის აზრით მოგყვება ორი-სამი “კაცი” უკან…
    არ დავწერ ვრცლად ჩემს ნაფიქრალს ამ შენი საქციელების გარშემო, მაგრამ ერთს გეტყვი და გირჩევ: ამ შენს მიერ წამოწყებულ ბინძურ კამპანიაში, შვილებს, ცოლს და სხვა ოჯახის წევრებს ნუ გარევ! შეეცადე მათთან მაინც მოიქცე ისე, როგორც ქართველ კაცს ეკადრება!
    შენ ის უნდა გენახა, ჩემი ოჯახი რა დღეში იყო მე, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში რამდენჯერმე მომახდევინეს სასჯელი და რომ გებულობდნენ ციხეებში რაც ხდებოდა!
    შენ იმათი შვილების, მეუღლეების, დების და ძმების ჭაღარა გენახე, იმ ავად სახსენებელ პერიოდში ახლობლებს, ოჯახის წევრებს წამებით, რომ უხოცავდნენ მოსახლეობას!
    და შენ ზუსტად ამ მწვალებლების მხარეს არჩიე ისევ დადგომა, ოღონდ მას მერე, რაც “ოცნების” გუნდში შეიპარე ჩუმად და მზაკვრულად!
    ასეთ საქციელს რაც ჰქვია, მართლაც 10 წლის ბავშმაც კი იცის… შენც კარგად იცი, ეს ხომ შენი პროფესია იყო!
    დანარჩენს გამოძიება მისცემს შეფასებას!
    შვილი და ოჯახი კი კარგად გიმყოფოს უფალმა, მაგრამ ჩემის აზრით, პირადად შენ პასუხს აგებ როგორც ქვეყნის, ისე ხალხის წინაშე, რომელთა უმეტესობას შენ კაცი ეგონე!
    არ გიტყდება მაინც, ერთ დროს “ცაში მონავარდე არწივი” , რომ გადაიქეცი “ქათმების” პატარა “ჩიტად”!?"
    - წერს თემურ გვალია.