სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამ სახლს რაჭველი ხელოსნები შვიდი წელი აშენებდნენ...”-რაჭიდან გადასახლებული გამყრელიძეების ისტორია

    "ამ სახლს რაჭველი ხელოსნები შვიდი წელი აშენებდნენ...”-რაჭიდან გადასახლებული გამყრელიძეების ისტორია
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სახ­ლი, რო­მე­ლიც შვი­დი თა­ო­ბის ის­ტო­რი­ას ინა­ხავს, ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზოდ­ში მდე­ბა­რე­ობს. ქე­თე­ვან ღიბ­რა­ძის თქმით, სახ­ლი მისი ბე­ბი­ის, ნინო გამ­ყრე­ლი­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა იყო და იქ ცხოვ­რობ­დნენ ასე­ვე მისი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი: ნარ­გი­ზი, თა­მა­რი და ასე­ვე აწ. გან­სვე­ნე­ბუ­ლი ძმა გოგი გამ­ყრე­ლი­ძე.

    "ამ სახლს რაჭველი ხელოსნები შვიდი წელი აშენებდნენ...”-რაჭიდან გადასახლებული გამყრელიძეების ისტორია


    ამ სახ­ლს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს: თა­ვის დრო­ზე იმე­რე­თის მე­ფეს - სო­ლო­მონ მე­ო­რეს უჩუ­ქე­ბია ერ­თგუ­ლი მო­უ­რა­ვის­თვის (გ. გამ­ყრე­ლი­ძის­თვის), წირ­ქვა­ლის, ანუ "ტუ­რის ცი­ხე­ზე" მდგა­რა და მა­შინ ჯა­რის ბე­ღე­ლი იყო. ახალ პატ­რონს ბე­ღე­ლი გა­უშ­ლია და ლა­მაზ ოდა სახ­ლად უქ­ცე­ვია. სახ­ლს რაჭ­ვე­ლი ხე­ლოს­ნე­ბი შვი­დი წელი აშე­ნებ­დნენ. ამ­დენ ხანს იმი­ტომ, რომ მისი ორ­მა­გი სა­ძირ­კვე­ლი, სარ­ტყე­ლი და რი­კუ­ლე­ბი ხე­ლით არის გა­მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი.

    თავ­და­პირ­ვე­ლად თხე­ლი ფიც­რით, ანუ ყა­ვა­რით ყო­ფი­ლა და­ხუ­რუ­ლი, შემ­დეგ კი ყა­ვარ­ზე კრა­მი­ტი და­უ­ხუ­რავთ, რო­მე­ლიც სახ­ლს დღე­საც ამ­შვე­ნებს.

    "რო­გორც ბაბუ ამ­ბობ­და, მრა­ვალ­ჯერ მი­უ­ღია შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ სახ­ლი გა­და­ე­ტა­ნათ თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში, რა­ზე­დაც ბა­ბუს კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რად­გა­ნაც მისი დიდი სურ­ვი­ლი იყო, რომ ეს რე­ლიქ­ვია ოჯახს შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

    ეს სახ­ლი შვი­დი თა­ო­ბის ის­ტო­რი­ას ინა­ხავს. სახ­ლს ძი­რე­უ­ლი რეს­ტავ­რა­ცია არა­სო­დეს ჩა­ტა­რე­ბია. მხო­ლოდ მცი­რე დო­ზით მოხ­და ჩა­რე­ვა, რად­გან დრო, რა თქმა უნდა, აზი­ა­ნებს და ხე­ლის შევ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ამ ყო­ვე­ლი­ვეს კი ყო­ველ­თვის გოგი ბაბუ ას­რუ­ლებ­და, ახლა ვცდი­ლობთ, ჩვენ ისე შე­ვი­ნა­ხოთ და გა­ვუფრ­თხილ­დეთ, რო­გორც ამას ბაბუ აკე­თებ­და" - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვან ღიბ­რა­ძე...

    სახ­ლის ერთ-ერთი მე­პატრპო­ნე ნარ­გი­ზი გამ­ყრე­ლი­ზე იმე­რეთ­ში პირ­ვე­ლი ოდას შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა. ნარ­გი­ზი და თა­მარ გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბი მუდ­მი­ვად ამ ოდა­ში ცხოვ­რო­ბენ:

    - გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბი რა­ჭი­დან, სო­ფელ წე­სი­დან არი­ან... ჩვენს წი­ნა­პარს თა­მაზ გამ­ყრე­ლი­ძეს რა­ჭის ერის­თავ­თან გარ­კვე­უ­ლი უთან­ხმო­ე­ბა ჰქო­ნია, რის გა­მოც სახ­ლი და­უწ­ვეს და ოჯა­ხი ამო­წყვი­ტეს. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ელიზ­ბა­რი გა­ძი­ძა­ვე­ბუ­ლი ჰყო­ლია სხვა სო­ფელ­ში და მხო­ლოდ ის გა­დარ­ჩა... შემ­დეგ ელიზ­ბა­რი ძი­ძამ იმე­რეთ­ში გად­მო­იყ­ვა­ნა, თერ­ჯო­ლა­ში და­სახ­ლდნენ, სა­დაც "გამ­ყრე­ლი­ძის გორა" ახ­ლაც არ­სე­ბობს... ელიზ­ბა­რის შვი­ლი ლე­ვა­ნი იმე­რე­თის მე­ფის სო­ლო­მონ მე­ო­რის ბეჭ­დის მფლო­ბე­ლი გახ­და... ყვე­ლა სა­ბუ­თე­ბი მის ხელ­ში გა­დი­ო­და... თერ­ჯო­ლა­ში და­ი­ბად­ნენ ლე­ვა­ნის შვი­ლე­ბი ოტია და გო­გია... მე­ფემ ელიზ­ბარს და ლე­ვანს დი­დძა­ლი მა­მუ­ლე­ბი მის­ცა, თა­ვა­დო­ბაც აღუდ­გი­ნა... ეს ვერ აი­ტა­ნეს თა­ვა­დებ­მა, "ახ­ლად­გა­მომ­ცხვარ თა­ვადს" ეძახ­დნენ და იქაც სახლ-კარი გა­და­უწ­ვეს...



    ოტია და გო­გია ბე­ბი­ამ და დე­დამ თერ­ჯო­ლი­დან ჭი­ა­თუ­რა­ში, სო­ფელ დარ­კვეთ­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს და თავი იქ შე­ა­ფა­რეს... ოტია და გო­გია ისევ მე­ფის კარ­ზე იყ­ვნენ, იქ გა­ი­ზარ­დნენ და შემ­დეგ ოტია მე­ფის მო­უ­რა­ვი გახ­და. გო­გია იყო წირ­ქვა­ლის, (ახ­ლან­დე­ლი ზო­დის ტე­რი­ტო­რია) ტუ­რის ცი­ხის თავი.. წირ­ქვალ­ში ცი­ხის ნან­გრე­ვე­ბი კი­დევ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი. როცა გო­გი­ამ ოჯა­ხი შექ­მნა, მე­ფემ ცი­ხის ბე­ღე­ლი აჩუ­ქა, რო­მე­ლიც და­შა­ლეს და ზოდ­ში წა­მო­ი­ღეს. სა­ბო­ლო­ოდ ზოდ­ში ამო­ვიდ­ნენ, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობთ.

    სო­ლო­მონ მე­ფემ ბე­ღე­ლი სა­ჩუქ­რად იმი­ტომ გა­დას­ცა, და­ეხ­მა­რა სა­ნამ ახ­ლად­და­სახ­ლე­ბუ­ლი ხელს მო­ი­წყობ­და და წელ­ში გა­ი­მარ­თე­ბო­და... გო­გი­ამ ბე­ღე­ლი და­შა­ლა, ხე­ლოს­ნე­ბი რა­ჭი­დან მო­იწ­ვია და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოდა აა­შე­ნეს. ეს იყო ზემო იმე­რეთ­ში პირ­ვე­ლი ოდა და ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი. ოდას ჩუ­ქურ­თმე­ბი, აივ­ნე­ბი ორ მხა­რეს აქვს... ჩუ­ქურ­თე­ბი სულ ხე­ლით არის გა­კე­თე­ბუ­ლი, აივ­ნის ზე­ვით ჭერ­თან და ქვე­ვით ია­ტაკ­თან. ანუ, სა­ძირ­კვე­ლი და სარ­ტყე­ლი. ხის რი­კუ­ლე­ბიც მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლია..



    - სახ­ლს პირ­ვან­დე­ლი სა­ხით ინარ­ჩუ­ნებთ?

    - სახ­ლი დღე­საც პირ­ვან­დე­ლი სა­ხით არის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი... ერ­თა­დერ­თი სახ­ლი ქვის ბო­ძებ­ზე იდგა და შემ­დეგ ქვით გა­მო­ვა­შე­ნეთ. ია­ტა­კის ნა­წი­ლი შევ­ცვა­ლეთ, რი­კუ­ლის თა­ვე­ბი, რაც წვი­მის­გან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­მა­ჩე­მის - სი­მო­ნის დროს გა­კეთ­და, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო...

    რა­საკ­ვირ­ვე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ სახ­ლი პირ­ვან­დე­ლი სა­ხით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, მაგ­რამ უკვე ჩვენც ასაკ­ში ვართ... ორი წლის წინ ძმა გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც სახ­ლს უვ­ლი­და. გვყავს დის­შვი­ლე­ბი და იმე­დია სახ­ლს ყო­ველ­თვის სა­თა­ნა­დოდ მო­უვ­ლი­ან.



    - თქვენ ამ­ჯე­რად მუდ­მი­ვად ამ სახ­ლში ცხოვ­რობთ?

    - დიახ, ორი და მუდ­მი­ვად აქ ვცხოვ­რობთ... სახ­ლი მთლი­ა­ნად მუ­ხის მა­სა­ლის­გა­ნაა და რი­კუ­ლე­ბი წაბ­ლი­საა. ხის მა­სა­ლა რა­ჭი­დან ურ­მე­ბით ჩა­მო­ი­ტა­ნეს... გო­გი­ას ერთი ვაჟი როს­ტო­მი ყავ­და, რო­მე­ლიც სულ ამ სახ­ლში ცხოვ­რობ­და და პატ­რო­ნობ­და. ვი­ნა­ი­დან გო­გია მე­ფეს­თან და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი პირი იყო, მისი ვაჟი დე­დოფ­ლის ნათ­ლუ­ლი გახ­ლდათ. ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან თბი­ლი მი­წერ-მო­წე­რა ქონ­დათ, ეს წე­რი­ლე­ბი ჩვენ­თან ინა­ხე­ბო­და.




    ჩვე­ნი სიძე გახ­ლდათ აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც რო­მა­ნი „ოქ­როს ჩარ­და­ხი“ და­წე­რა. იგი რო­მა­ნის მე­ო­რე ტო­მის და­წე­რას აპი­რებ­და, გამ­ყრე­ლი­ძე­ებ­ზე დიდი მა­სა­ლა წა­ი­ღო, მაგ­რამ ორ თვე­ში აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე ავა­რი­ა­ში და­ი­ღუპ­ნენ... ჩვენ­გან წა­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი ვე­ღარ­სად ვი­პო­ვეთ. ასე და­ი­კარ­გა უნი­კა­ლუ­რი წე­რი­ლე­ბი.

    სახ­ლის ჯერ ჩი­ა­ტა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უმ­ში გა­და­ტა­ნა სურ­დათ, მაგ­რამ მა­მამ ნება არ მის­ცათ და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხა... ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუტ­მა ჩვენ­გან ხელ­ნა­წე­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა წა­ი­ღო, მთე­ლი ერთი დიდი კა­რა­და. ჩვენ­თან ტყუ­ი­ლად უნდა დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი­ყო და უშურ­ვე­ლად გა­ვა­ტა­ნეთ.
    წყარო: ამბები.ge