სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „სამსახურის დაკარგვის მეშინოდა, რადგან საქართველოში დარჩენილ 5 წლის შვილს ვარჩენ“-ქალი, რომელმაც ახალშობილი ნაგვის ურნასთან დატოვა

    „სამსახურის დაკარგვის მეშინოდა, რადგან საქართველოში დარჩენილ 5 წლის შვილს ვარჩენ“-ქალი, რომელმაც ახალშობილი ნაგვის ურნასთან დატოვა
    8 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დეზორიენტაციის მომენტი გამოწვეულია ტარანტოში სამსახურის დაკარგვის შიშით“. - ეს ახსნა-განმარტებები წარმოშობით ქართველმა, 23 წლის გოგონამ გასული შაბათს, პულიას ცენტრში ახალშობილი შვილის სანაგვე ურნის წინ დატოვების გასამართლებლად მისცა. - წერს იტალიური პრესა.
    აღმოჩენის შემდეგ ახალშობილი ტარანტოს Santissima Annunziata საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ახალგაზრდა ქალის იდენტიფიცირება მას შემდეგ მოხდა, როცა ის მივიდა მოსკატის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში, შესამოწმებლად: ამგვარად გაიგზავნა დასკვნა, რომელიც საშუალებას აძლევდა პოლიციას, მიეგნო მისი ადგილსამყოფელისთვის. ბავშვის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში ექიმებმა ქალს მკურნალობისკენ მოუწოდეს, რადგან მას სისხლდენის შედეგად საფრთხე ემუქრებოდა.

    ქალი ასევე ცდილობდა შვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რომელსაც ექიმებმა ლორენცო დაარქვეს. მისი მხრიდან შესაძლოა იყო სინანულის ნიშნებიც. ამჟამად ახალშობილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული (ექიმების თქმით, ის კარგ მდგომარეობაშია, იწონის სამ კილოგრამს), ხოლო დედას, რომელიც პოლიციამ მიიყვანა, რომელიც მას 12 აგვისტოს საღამოდან ადევნებდა თვალყურს, არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კონტროლისთვის.

    23 წლის გოგონას სამსახურის დაკარგვის შიში ჰქონდა, რადგან მისი დახმარებით ახერხებს საქართველოში დარჩენილი 5 წლის შვილის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ტარანტოში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა და მომვლელად მუშაობდა.
    გოგონას თქმით, მშობიარობა მოხუც ქალბატონის აბაზანაში მოხდა, რომელთანაც ის მუშაობს.

    ახლა კი 23 წლის გოგონას იმის ეშინია, რომ ვეღარ შეძლებს მუშაობას, შესაბამისად, დაკარგავს სამსახურს, რადგან იძულებული იქნება ახალშობილს მოუაროს. ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში მოვლის მომენტიდან, არასრულწლოვნის დატოვების ფაქტზე გამოძიების ქვეშ მყოფ ქალს ათი დღე აქვს, რომ გადაწყვიტოს, აღიაროს თუ არა შვილი და შესაბამისად, ისურვოს მისი მოვლა.