„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე, სალომე კაპანაძე შესანიშნავ ფორმაშია, მან წონაში საგრძნობლად დაიკლო. ბევრია კითხვა, როგორ მიაღწია მან სასურველ შედეგს.
სალომეს თქმით, არის სწორ და ჟანსაღ კვებაზე, იდეალური ფორმების მისაღებად კი, ბევრს ვარჯიშობს.
„ვთქვი, რომ მეტს აღარ დავიკლებდი, რადგან სასურველ წონაზე ვარ, რაც მინდოდა, იმას მივაღწიე, მაგრამ დღეს დარბაზში რომ ავიწონე, აშკარად, ისევ კლებაში ვარ. ეს არ მიკვირს, რადგან გიჟივით ვვარჯიშობ და ასევე გიჟივით ვიცავ სწორ კვებას - ჩემი არჩეული გზიდან არსად ვუხვევ,“ - ამბობს ყოფილი „პრაიმ ჰაუსელი“.