სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "აი ვიდეო, სადაც ჯელაძეს მოჰყავს დისშვილი... მას მიეშველა შალვა ბელაშვილი" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

    VIDEO:  "აი ვიდეო, სადაც ჯელაძეს მოჰყავს დისშვილი... მას მიეშველა შალვა ბელაშვილი" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სტი­ქი­ი­სას გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გაკეთებული კომენტარის შემდეგ უამ­რა­ვი ვი­დეო გავ­რცელ­და და უამ­რა­ვი პოს­ტი და­ი­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

    მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ კად­რებს, თუ რა რთულ ვი­თა­რე­ბა­ში უწევ­დათ იქ მყო­ფებს ღვარ­ცო­ფი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა. მათ შო­რის და­ვით ჯე­ლა­ძეს, რო­მელ­მაც დის­შვი­ლი გა­და­არ­ჩი­ნა.

    მო­ქა­ლა­ქე ლია ბე­ლაშ­ვი­ლი სწო­რედ იმ კად­რებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, თუ რა გზა გა­ი­ა­რა ჯე­ლა­ძემ ტა­ლახ­ში, რათა დიშ­ვი­ლი სამ­შვი­დო­ბოს გა­მო­ეყ­ვა­ნა და სხვებ­საც დახ­მა­რე­ბო­და. ასე­ვე სა­უ­ბა­რია კი­დევ ერთ პირ­ზე, შალ­ვა ბე­ლაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც ჯე­ლა­ძეს და­ეხ­მა­რა.

    "აი ვი­დეო, სა­დაც ჯე­ლა­ძეს მოჰ­ყავს დის­შვი­ლი, უფალს დი­დე­ბა, რომ გა­დარ­ჩნენ, მას მი­ეშ­ვე­ლა და საკ­მაო გზა გა­ი­ა­რა ტა­ლახ­ში შალ­ვა ბე­ლაშ­ვილ­მა, ის არის გმი­რი, სი­ცო­ცხლე დადო სას­წორ­ზე, იმ დროს როცა ტა­ლა­ხის მო­დი­ნე­ბა ისევ იყო, ათა­სი მად­ლო­ბა შალ­ვას შენ­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებ­ზე დგას ქვე­ყა­ნა"
    - წერს მო­ქა­ლა­ქე.

    შე­გახ­სე­ნებთ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და, თით­ქოს ერთ-ერთი ბავ­შვი 3 სა­ა­თი ებ­რძო­და ღვარ­ცოფს. მი­სი­ვე თქმით, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ვი­ღაც 3 სა­ა­თი ებ­რძო­და სტი­ქი­ას, უბ­რა­ლოდ, არის ცა­რი­ე­ლი ტყუ­ი­ლი. ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და ღვარ­ცო­ფის ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე ნა­პირ­ზე ვინ­მე გა­და­სუ­ლი­ყო.

    "მე ვერ გე­ტყვით ამ ფო­ტო­ზე, გა­და­ვა­მოწ­მებ არ ვიცი. რა­ტომ იყო სა­ჭი­რო ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლა ეს არ ვიცი, იმი­ტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრ­თხო იყო იმ ნა­პირ­ზე დარ­ჩე­ნა, იქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა. ჩვენ ვი­ყა­ვით მე­ო­რე დღეს მაგ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და იქ გა­დას­ვლა იყო პრაქ­ტი­კუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, ამი­ტომ გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, არ ვიცი, მე უბ­რა­ლოდ ვერ გე­ტყვით მა­გას­თან და­კავ­ში­რე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

    წყარო: palitravideo.ge